დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის დაზვერვის სამსახურებისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთი 2018 წლის ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებში ჩარევას გეგმავს.
დენ ქოუთსმა, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა სენატის დაზვერვის კომიტეტს განუცხადა, რომ რუსეთი შუალედურ არჩევნებს „გავლენის პოტენციურ სამიზნედ" მიიჩნევს.
„უცხოური არჩევნები ის საკვანძო გადახრის დროს, რომელიც რუსეთს შესაძლებლობას აძლევს თავისი ინტერესები გაატაროს ცხადადაც და ფარულადაც“, განაცხადა მან.
„როგორც მინიმუმ, ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთი გააგრძელებს პროპაგანდის, სოციალური მედიისა და ყალბი სოციალური ანგარიშების, ასევე სხვადასხვა სპიკერის გამოყენებასა და სხვა საშუალებებს იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს და სცადოს შეერთებულ შტატებში არსებული სოციალური და პოლიტიკური ბზარების გაღრმავება", დასძინა ქოუთსმა.
ქოუთსი ამბობს, რომ რუსეთის მიერ სოციალური მედიის გამოყენებით მომხმარებელთა პოზიციების ჩამოყალიბების მცდელობა საკმაოდ იაფი მეთოდია და ამიტომ, ის ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებს შორის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება.
ქოუთსის თქმითვე, ამერიკისთვის ყველაზე დიდი კიბერ - საფრთხეები რუსეთიდან, ჩინეთიდან, ჩრდილო კორეიდან და ირანიდან მოდის.
მაიკ როჯერსი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ რუსეთის განზრახვა ჩაერიოს ამერიკის დემოკრატიულ ინსტიტუტებში „უნდა შეიცვალოს, ან შეჩერდეს“.
დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები, რომლებმაც კანონმდებლებს დღეს ინფორმაცია მიაწოდეს ამერიკის წინაშე მდგარი გლობალური საფრთხეების შესახებ, ამბობენ, რომ ისინი თანხმდებიან, რომ სწორი იყო 2017 წლის იანვარში ამერიკის დაზვერვის სამსახურების მიერ გაკეთებული შეფასება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა სცადა 2016 წლის არჩევნებში ჩარევა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.
რობერტ კარდილლო, ეროვნული გეო-სივრცული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ 2016 წლის არჩევნებისას მომხდარის განმეორების შანსი არსებობს.
სენატორი მარკ ვორნერი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კითხვა რჩება უპასუხოდ 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების შესახებ, ორივე პარტიის წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ ოფიციალური მოსკოვი ამერიკულ დემოკრატიაზე კოორდინირებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.
რუსეთის მცდელობები მოიცავდა 21 შტატში საარჩევნო სისტემებზე თავდასხმას სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით იმისათვის, რომ დეზინფორმაცია უპრეცედენტო მასშტაბით გაევრცელებინათ “, ამბობს ვორნერი.
„არ შეცდეთ: ეს საფრთხე 2016 წელს არ გაჩენილა და არც იმ არჩევნებით დასრულებულა“, თქვა მან. „ჩვენ ვხედავთ განგრძობით შეუარაცხყოფას რუსეთის მხრიდან იმით, რომ ის მიზანში იღებს და ძირს უთხის ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, და ისინი აპირებენ ამის გაგრძელებას“.
შეკითხვაზე, თუ რომელი ამერიკული სამთავრობო სააგენტო არის პასუხისმგებელი რუსეთის "გავლენის ოპერაციებისთვის" წინააღმდეგობის გაწევაზე, ქოუთსმა უპასუხა, რომ ეს არც ერთი კონკრეტული უწყების პასუხისმგებლობა არ არის.