რუსეთის "ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა" [ეფ-ეს-ბე] ხუთშაბათს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათ "უოლ სტრიტ ჯორნალის'' ჟურნალისტი დააკავეს. ევან გერშკოვიჩი ვაშინგტონის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული. ეს რუსეთის მხრიდან, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, პირველი ღია თავდასხმაა უცხოელ ჟურნალისტზე.
მედია გამოცემაში ამბობენ, რომ ამერიკის მოქალაქე გერშკოვიჩის დაკავება ყალბი ბრალდების საფუძველზე მოხდა.
ეს ქმედება კიდევ უფრო გაამწავავებს ისედაც დაძაბულ ურთიერთობას ამერიკა-რუსეთს შორის. ამერიკა, რომელიც ამ ომში უკრაინის მხარესაა და მას სამხედრო, თუ ფინანსურ დახმარებას უწევს, უკვე წელიწადზე მეტია მოითხოვს რუსეთისგან, რომ ჯარები გაიყვანოს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიიდან.
ასევე ნახეთ: შვილის საპროტესტო ნახატისთვის, მამას 2 წლით პატიმრობა მიესაჯაეფ-ეს-ეს განცხადებით, მათ ამერიკელი ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე შპიონაჟის მუხლით აღძრეს. მას ვაშინგტონისთვის რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ქარხნიდან საიდუმლო ინფორმაციის შეროვებაში სდებენ ბრალს.
რუს სამართლადამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელ ქარხანაზე იყო საუბარი. ასევე არ წარუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, ვიდეო , თუ სხვა სახის იმის დასადასტურებლად, არის თუ არა ჟურნალისტი, მართლაც დამნაშავე. ჟურნალისტი ეკატერინბურგში აიყვანეს.
მედია გამოცემამ, სადაც ჟურნალისტი მუშაობს განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ ისინი "ღრმად შეშფოთებულები" არიან გერშკოვიჩის უსაფრთხოების გამო და რომ ისინი უარყოფენ ეფ-ეს-ბეს წარდგენილ ბრალდებებს. "უოლ სტრიტ ჯორნალი" მოითხოვს ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მის ამერიკაში დაბრუნებას.
ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. სამინისტროს სპიკერმა, მარიამ ზახაროვამ თქვა, რომ გერშკოვიცის საქმიანობას არაფერი საერთო ჟურნალისტიკასთან არ ჰქონია.