რუსეთმა კოვიდ-19-ის ახალი ვარიაციის პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა. ვირუსის ახალი შტამი, ოფიციალური ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთიდან რუსეთში ჩასულ პირს დაუდასტურდა.
კოვიდ-19-ის ახალი ვარიაცია, არსებული ინფორმაციით, პირველად ინგლისში სექტემბერში დაფიქსირდა. ვარიაცია უკვე ათობით ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის საქართველოშიც.
ასევე ნახეთ: რბოლა კოვიდ-19-ის ვაქცინისთვისრუსეთმა დეკემბერში, დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა დროებით შეაჩერა, მას შემდეგ რაც მსგავსი გადაწვეტილება სხვა ქვეყნებმა მიიღეს. რუსეთს მსოფლიოში, კოვიდ-19-ით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. 10 იანვრის მონაცემებით ქვეყანაში 3.5 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა 61,000 ადამიანი.
ასევე ნახეთ: ინფექციას უმეტესად უსიმპტომო ადამიანები ავრცელებენ - ახალი კვლევა კოვიდ-19-ზერუსეთმა, მის მიერ შექმნილი "სპუტნიკ-V" ვაქცინით, მოსახლეობის აცრა დაიწყო. თუმცა, დასავლეთში არსებობს კითხვები ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მინისტრის, მიხაილ მურაშკოს თქმით, გასულ კვირას 800,000 ადამიანი აიცრა და 1.5 მილიონი ვაქცინის დისტრიბუცია მოხდა.