ბალტიის ზღვის თავზე, რუსეთის თვითმფრინავები გამოჩნდნენ. კრემლი განმარტავს, რომ ტაქტიკური ავიაგამანადგურებლების წვრთნები მიმდინარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ წვრთნების მიზანი საბრძოლო და სპეციალური დანიშნულების ოპერაციების შესასრულებლად მზადყოფნის გამოცდაა.
ასევე ნახეთ: პუტინი: დიდი სისხლისღვრა თავიდან ავიცილეთ„სწავლების მიზანია მფრინავების მზადყოფნის შემოწმება საბრძოლო და სპეციალური დავალებების შესრულების კუთხით,“- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც „ტელეგრამ არხზე“ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის წვრთნებში მოიერიშე თვითმფრინავებს, სუ27-ებს იყენებს.
ძალის დემონსტრირების პარალელურად კრემლი ამბობს, რომ ის დაიცავს კალინინგრადის საჰაერო სივრცეს, რომელსაც ლიეტუვა და პოლონეთი ესაზღვრებიან.
„სწავლების მიზანია მფრინავების მზადყოფნის შემოწმება საბრძოლო და სპეციალური დავალებების შესრულების კუთხით,“- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც „ტელეგრამ არხზე“ ვრცელდება.