კოსოვოში, სადაც გასული შაბათ-კვირის განმავლობაში დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, კრემლი „პოტენციურად საშიშად“ მოიხსენიებს. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მოსკოვი შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება.
„სიტუაცია უკიდურესად რთულია. ვხედავთ ტრადიციულად მიკერძოებულ დამოკიდებულებას სერბების მიმართ. სიტუაცია ძალიან, ძალიან დაძაბული და პოტენციურად საშიშია. ამას ჩვენ ძალიან ყუადღებით ვაკვირდებით ,“- თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ასევე ნახეთ: სენატორ მენენდესს და მის ცოლს ქრთამის აღების ბრალი წაუყენესდაპირისპირებას ადგილი კოსოვოში პოლიციასა და ეთნიკურ სერბებს შორის შაბათ-კვირის განმავლობაში ჰქონდა, როცა ეთნიკური სერბები ეკლესიაში შეიჭრნენ, მოგვიანებით კი ეკლესიაში პოლიცია შევიდა. შეტაკების დროს დაიღუპა 4 ადამიანი, 3 თავდამსხმელი და ერთი პოლიციელი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს, სადაც უმრავლესობა ეთნიკური ალბანელია. რუსეთი მხარს უჭერს სერბეთს, რომელთანაც მჭიდრო რელიგიური და კულტურული კავშირები აქვს.
კოსოვოში ამ დროისთვის 1.8 მილიონი ალბანელი ცხოვრობს, ხოლოდ 50 000 სერბი ამ დრომდე არ აღიარებს 2008 წელს გამოცხადებულ კოსოვოს დამოუკიდებლობას და დედაქალაქად კვლავ ბელგრადს მიიჩნევს.