რუსული ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 2 774 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ამ დროისთვის, ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფედერაციაში სულ 21 000 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 170 - მდეა გაზრდილი.
გავრცელებული მონაცემების მიხედვით ჩანს, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა დედაქალაქშია. მოსკოვში, ამ დროისთვის 1016 ინფიცირებულის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ კრიზისთან გასამკლავებლად, შესაძლოა, ჯარის გამოყენება გახდეს საჭირო. მისი თქმით, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ამიტომ დამატებითი ზომების მიღება აუცილებელი ხდება.
კარანტინი ამ დროისთვის მოსკოვსა და რამდენიმე რეგიონშია გამოცხადებული. მოსახლეობას შინიდან გასვლა, მხლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ. რუსეთის საპატრიარქოს განკარგულებით, მორწმუნეთა ჯგუფების შეკრება იკრძალება მოსკოვის ეკლესიებშიც, მათ შორის მოახლოვებულ აღდგომის დღესასწაულზეც.