ჩინური სახელწიფო ბანკის მოსკოვის ოფისში, რუსული კომპანიების მხრიდან მიმართვების რაოდენობა გაიზარდა. რუსული კომპანიები ცდილობენ ჩინურ ბანკში ანგარიშების გახსნას. „როიტერის“ წყაროების თქმით, ეს რუსული ბიზნესების მცდელობაა, იპოვონ გამოსავალი, რათა თავი დააღწიონ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთზე დაწესებულ სანქციებს.
„უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში 200-300 კომპანია დაგვიკავშირდა ახალი ანგარიშების გასახსნელად“, - განაცხადა პირმა, რომელიც ჩინური ბანკის მოსკოვის ოფისში მუშაობს. მან უარი თქვა ვინაობის გამხელაზე, რადგან არ აქვს უფლება მედიას ესაუბროს.
ასევე ნახეთ: რუსული გაზი გერმანიას იამალის გაზსადენით აღარ მიეწოდებადასავლეთის მთავრობების სანქციები და რუსეთის გლობალური ფინანსური სისტემისგან გამორთვის მცდელობა, განაპირობებს საერთაშორისო კომპანიების ნაბიჯს, შეწყვიტონ გაყიდვები, ინვესტიციები და კავშირები რუსეთში. ჩინეთი განმეორებით აცხადებდა, რომ სანქციებს ეწინააღმდეგება და მათ არაეფექტურს უწოდებს. პეკინი ამბობს, რომ გააგრძელებს რუსეთან ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას.
მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ რუსეთის ცალკეული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან ჩახსნეს და მოსკოვის ცენტრალური ბანკის რეზერვები ევროსა და დოლარში გაყინეს, რუსეთი ცდილობს პეკინთან თანამშრომლობით და ჩინური იუანის მეშვეობით, შეამსუბუქოს სანქციების უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და ფინანსურ სისტემაზე.