ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული გაზი გერმანიას იამალის გაზსადენით აღარ მიეწოდება


ხუთშაბათს შეჩერდა რუსეთიდან დასავლეთით მიმავალი გაზის ნაკადი გერმანიაში, რომელიც ბერლინს იამალ-ევროპის მილსადენით პოლონეთის გავლით მიეწოდებოდა. თუმცა, გარცელებული ინფორმაციით, ორივე მხარეს გაზის მარაგი აქვს.

რუსული გაზსადენები მას შემდეგ მოექცნენ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ხოლო დასავლეთმა მას მკაცრი სანქციები დაუწესა. რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას "სპეცოპერაციას" უწოდებს.

რუსული გაზის არასტაბილურმა მიწოდებამ და საწვავზე მაღალმა მოთხოვნამ, პანდემიის შემდეგ, ჩვეული ცხოვრებისკენ დაბრუნების პარალელურად, ევროპაში საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია.

რუსულ კომპანია "გაზპრომი" აცხადებს, რომ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდება არ შემწყდარა და მოთხოვნის მიხედვით მიმდინარეობდა. ზოგიერთი წყარო "როიტერს" იმასაც ეუბნება, რომ რუსეთმა ევროპაში გაზის მიწოდება უკრაინის გავლით გაზარდა კიდეც.

რუსული ბუნებრივი აირი ევროპის მოთხოვნის 40%-ს აკმაყოფილებს. აქედან იამალ-ევროპის გაზსადენზე რუსეთიდან მიწოდების დაახლოებით t 15% მოდის. გაზსადენი ევროპასთან ერთად, ბუნებრივი აირით თურქეთსაც ამარაგებს.

XS
SM
MD
LG