კორონავირუსის პანდემიის დროს, განსაკუთრებით გაიზარდა დეზინფორმაცია და ყალბი ახალი ამბები. რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან, მათი სახელმწიფო მედია საშუალებების გავრცელებული ახალი ამბები სოციალურ ქსელებში იმაზე მეტ ყურადღებას იქცევს და იმაზე მეტი მკითხველი თუ მაყურებელი ჰყავს, ვიდრე ნამდვილ ახალ ამბებს. ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მეტად, სწორედ რუსეთისა და ჩინეთის გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას კითხულობს ხალხი.
29 ივნისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საფრანგეთში, რუსულ, საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტოს RT-ის თითო სტატიას, რომელიც ფეისბუქსა და ტვიტერზე გამოქვეყნდა, 5-ჯერ მეტი მკითხველი ჰყავდა, ვიდრე საფრანგეთის მთავარ გამოცემა "ლემონდს". ესპანეთში, კი ჩინეთის საერთაშორისო რადიოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს 4-ჯერ მეტი ნახვა ჰქონდა, ვიდრე წამყვან ესპანურ გაზეთ "ელპაისს".
ასევე ნახეთ: დარდელი: პანდემიის დროს ადამიანებში არსებული თვითგადარჩენის ინსტინქტი დეზინფორმაციისთვის ნოყიერი ნიადაგია„სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერილი ამ გამოცემების უმეტესობა აქვეყნებს როგორც ფაქტებზე დაყრდნობილ, სანდო ინფორმაციას, ისე შეცდომაში შემყვან, ტყუილ ინფორმაციასაც. ეს იმას იწვევს, რომ საზოგადოება, რომელიც ცდილობს კოვიდ 19-ის პანდემიის შესახებ მიიღოს ინფორმაცია, იბნევა და აღარაა დარწმუნებული“, წერია პრეს-რელიზში, რომელიც კვლევის ასისტენტმა კატარინა რებელომ გაავრცელა.
კვლევის თანაავტორი ფილიპ ჰოვარდი ამბობს, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ერთად სახელმწიფოს მხარდაჭერილი მედია საშუალებები ირანიდან და თურქეთიდან, ასევე, ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ ფრანგულ, ესპანურ და გერმანულ ენაზე მოსაუბრე სოციალური მედიის აუდიტორიაზე.
ასევე ნახეთ: რუსულმა საინფორმაციო საიტმა კორონავირუსის შესახებ აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგები დაამახინჯაოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის მკველვრებმა აღმოაჩინეს, რომ დეზინფორმაცია სხვადასხვაგვარი იყო და ის ენისა და ქვეყნების მიხედვით განსხვავდებოდა.
მაგალითად, რუსული მედიასაშუალებები ფრანგულ და გერმანულ ენებზე „მუდმივად ხაზს უსვამდნენ სუსტ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და სამოქალაქო არეულობას ევროპაში“.
რუსულმა და ირანულმა მედიამ, კი ისეთი მედია პროდუქტი შექმნა, რომელიც „პოლარიზაციას“ იწვევდა და ის ესპანურად მოსაუბრე აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლათინურ ამერიკაში.
ხოლო ჩინურმა და თურქულმა მედია გამოცემებმა ესპანურენოვანი აუდიტორიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზი გაუსვეს საკუთარ როლს „გლობალურ ლიდერობაში პანდემიასთან ბრძოლის დროს“.
ასევე ნახეთ: რუსეთი, ჩინეთი, ირანი - ყალბი ცნობების კორიანტელი ამერიკის შესახებკვლევა შეეხებოდა რუსულ RT-ისა და სპუტნიკს, ასევე ჩინეთის გლობალური ტელევიზიის ქსელს, ჩინეთის საერთაშორისო რადიოს, ახალი ამბების სააგენტო სინჰუას და ირანულ და თურქულ მედია საშუალებებს.
კვლევამ თითოეული მედია საშუალების 20 ყველაზე პოპულარული ამბავი შეისწავლა 18 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში. ამავე ორგანიზაციის წინა კვლევის მიხედვით, რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და თურქეთის მიერ გავრცელებულ პოლარიზებულ ახალ ამბებს, შესაძლოა 10-ჯერ მეტი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე ისეთი დიდი მაუწყებლების ახალ ამბებს, როგორიცაა BBC.