კრემლი კომიკოსს სანქციებს უწესებს და მას რუსეთიდან აძევებს. დამსჯელი ღონისძიების სამიზნე ბელარუსის მოქალაქე, მოსკოვში ერთ-ერთი ცნობილი კომენდიატია იდრაკ მირზალიზადეა. ის წარმოშობით აზერბაიჯანელია და ხშირად ხუმრობს რუსეთზე.
კრემლის გადაწყვეტილების მიზეზი მისმა ხუმრობამ გამოიწვია, სადაც მირზალიზადე ხსნიდა რა პრობლემები ექმნებათ მოსკოვში ჩასულ ადამიანებს, რომლებსაც არ არიან რუსეთის მოქალაქეები და სურვილი აქვთ სახლი იქირაონ.
მონოლოგში კომიკოსი საუბრობდა იმ ცრურწმენებზე, რომლებიც რუსებს აქვთ არარუსების მიმართ.
ხუმრობას მოსკოვსა და რუსეთში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ივნისის დასაწყისში მირზალიზადეს თავს დაესხნენ. მაშინ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში კომიკოსი წერდა, რომ მას სასტიკად ორი პირი გაუსწორდა. მოგვიანებით მან "ინსტაგრამზე" თავდასხმის ამსახველი კადრებიც დადო.
ბელარუსის მოქალაქე 10 დღის განმავლობაში საპატიმროში იმყოფებოდა.31 აგვისტოს კი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ იდრაკ მირზალიზადე „არასასურველი“ სტუმარია და მან უნდა დატოვოს რუსეთის ფედერაცია.
„რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს, ნებისმიერ განცხადებას, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებისაკენ“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
მირზალიზადეს რუსეთის მოქალაქეობა არ აქვს, თუმცა ის მუდმივი რეზიდენტის საბუთს ფლობს, რაც მას რუსეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს.
როდის დატოვებს რუსეთს მირზალიზადე ამ დრომდე უცნობია. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებამდე, მან რამდენიმე მიმართვა გაავრცელა, სადაც რუს ხალხს ბოდიშს უხდიდა.