საერთშორისო მედიაში კვლავ განახლდა საუბარი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული 3 რუსი ჟურნალისტის საიდუმლოებით მოცულ საქმეზე. დაღუპულთა ნეშტი მოსკოვში კვირას გადაასვენეს.
კირილ რადჩენკო, ალექსანდერ რასტორგიევი და ორჰან ჯემალი ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობდნენ, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაქირავებული რუსი სამხედროების, ე.წ. "ვაგნერის" ჯგუფის საქმიანობას იკვლევდა. "ვაგნერი" სხვა დაქირავებული რუსი მებრძოლების ჯგუფებთან ერთად ოპერაციებს სირიასა და უკრაინაშიც ახორციელებს.
ჟურნალისტები ქვეყნის ჩრდილოეთით, გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიემგზავრებოდნენ. ისინი მანქანაში ჩაცხრილეს. მოპარულია დაახლოებით 8 ათასი დოლარი ნაღდი ფული და ვიდეო-აპარატურა.