პუტინი ისრაელზე მომხდარ თავდასხმაში ბრალს შეერთებულ შტატებს დებს

რუსეთმა დაგმო ძალადობა როგორც ებრაელების, ისე პალესტინელების მიმართ ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებზე. თუმცა, მოსკოვმა აქვე გააკრიტიკა შეერთებული შტატები, კრემლის თქმით დესტრუქციული მიდგომის გამო, რომელიც, როგორც იგნორირებას უკეთებდა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აუცილებლობას.

კრემლმა მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ "უკიდურესად შეშფოთებულია", რომ ახლო აღმოსავლეთში ძალადობა შეიძლება უფრო ფართო კონფლიქტში გადაიზარდოს.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ვიზიტით მყოფ, ერაყის პრემიერ-მინისტრს მუჰამედ შია ალ-სუდანს განუცხადა, რომ მომხდარში დამნაშავე შეერთებული შტატებია.

"ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი", - თქვა მან.

პუტინმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ცდილობდა მშვიდობის დამყარებისთვის საერთაშორისო ძალისხმევის „მონოპოლიზირებას“ და დაადანაშაულა ვაშინგტონი კომპრომისების უგულებელყოფაში, რომელიც მისაღები იქნებოდა ორივე მხარისთვის.

პუტინის თქმით, შეერთებულმა შტატებმა არ გაითვალისწინა პალესტინელების ინტერესები, მათ შორის მათი მოთხოვნა ჰქონდეთ დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ასევე ნახეთ: გაეროს ცნობით, ღაზის სექტორში 200,000 დევნილია, მოსახლეობას კი წყლის დეფიციტი ემუქრება

რუსეთი, რომელსაც ურთიერთობა აქვს როგორც არაბულ ქვეყნებთან, ირანთან და ჰამასთან, ასევე ისრაელთან, ამბობს რომ დასავლეთმა უგულვებელყო დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობა 1967 წლის საზღვრებში.

პუტინს არ უხსენებია რუსეთის როლი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. მოსკოვი, შეერთებულ შტატებთან, გაეროსთან და ევროკავშირთან ერთად, 2002 წლიდან არის „კვარტეტის“ ნაწილი, რომელსაც ევალება შუამავლობა ისრაელსა და პალესტინელებს შორის.