გაეროს ჰუმანიტარულმა ოფისმა სამშაბათს განაცხადა, რომ თითქმის 200,000-მა ადამიანმა, ანუ მოსახლეობის თითქმის მეათედმა სახლები დატოვა ღაზაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. გაეროსვე ინფორმაციით, ეს ადამიანები წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტის საფრთხის წინაშე დგანან. ისრაელის მიერ გამოცხადებული ბლოკადის გამო, ღაზის სექტორი ახლა სრული ბლოკადის ქვეშაა.
"გადაადგილება მკვეთრად გაიზარდა ღაზის სექტორში და მიაღწია 187,500-ზე მეტ ადამიანს შაბათიდან დღემდე. უმეტესობა სკოლებში მოწყობილ თავშესაფარს აფარებს თავს", - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა იენს ლაერკემ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. გაეროში ამბობენ, რომ შეტაკებების გაგრძელების ფონზე, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი ადამიანის გადაადგილება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ შაბათ-კვირის შემდეგ ღაზის სექტორში 13 თავდასხმა დაფიქსირდა, რის შედეგადაც, იქ არსებული სამედიცინო მარაგი უკვე ამოწურულია.