ეკონომიკა და სამუშაო ადგილები აშშ-ში

საარჩევნო მარათონში ამჯერად ეკონომიკის საკითხი დომინირებს
აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო მარათონში ეკონომიკის საკითხი დომინირებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ დასაქმების სფეროში ყოველთვიურმა ანგარიშმა ნეგატიური მაჩვენებლები დააფიქსირა. გასული თვე სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ სუსტი მატებით და ასობით ათასი ადამინის მიერ სამუშაო ადგილის დაკარგვით აღინიშნა.

პარასკევს გამოქვეყნებულმა ნეგატიურმა ანგარიშმა ცენტრალური როლი ითამაშა რესპუბლიკელი კანდიდატის, მიტ რომნის წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკაში.

" ჩვენ არ ვქმნით იმდენ სამუშაო ადგილს, რომ ეს პროცესი მოსახლეობის ზრდის პროპორციული გახდეს", განაცხადა, რომნიმ. "ამას ამერიკის მოსახლეობა არ იმსახურებს. ამიტომაც ჩვენ მოვდივართ, რომ მდგომარეობა გამოვასწოროთ".