ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ვითარდება ეკონომიკა ამერიკაში?


აშშ-ის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება არათანმიმდევრულად მიმდინარეობს, ხოლო ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორის თანახმად, ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება არათანმიმდევრულად მიმდინარეობს, ხოლო ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა. როგორ აისახება ეკონომიკური განვითარება ტვირთების გადაზიდვაზე და რამდენად სანდოა გადაზიდვებზე დაყრდნობით ეკონომიკური მაჩვენებლების გათვლა?

ეკონომისტების განცხადებით, ამერიკაში საერთო ტვირთის 70 პროცენტის გადაზიდვა სატვირტო ავტომანქანებით წარმოებს.

ამერიკის სატვირთო გადაზიდვების ასოციაციის განცხადებით, ეკონომიკის მდგომარეობის შეფასება სატვირთოების მუშაობაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს, რადგანაც სწორედ ამ მეთოდით ხდება ქარხნებისა და ფაბრიკების, იმპორტ-ექსპორტის, მომხმარებლის და მაღაზიების მომარაგება.

ბობ კოსტელო ასოციაციის მთავარი ეკონომისტია:

„ჩვენ კარგი ეკონომიკური ინდიკატორი ვართ. შეიძლება ითქვას, საუკეთესოც კი. თუ ტვირთის მასა იზრდება, ეკონომიკა ვითარდება და თუ ის მცირდება, მაშინ სანერვიულო გვიჩნდება.“

ამჟამად ტვირთის წონა მატულობს, მაგრამ კლებულობს ამ მატების ტემპი.

„ეს იმის ნიშანია, რომ რეცესიაში არ ვართ. ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით.“

ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ ერთი ინდიკატორი საჰაერო გადაზიდვებია. უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით საჰაერო გადაზიდვების რაოდენობა 3 პროცენტით შემცირდა. პერი ფლინტი საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის წარმომადგენელია:

„საჰაერო გადაზიდვების ბაზარი, ისევე როგორც სხვა სახის გადაზიდვები, ეკონომიკის აღმავლობის ან კრიზისის კარგი ინდიკატორია.“

ანგარიში ასევე საუბრობს იმაზე, რომ იმავე პერიოდში მგზავრების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. სწორედ ამიტომაც კამბრია ვწითსის სასტუმროების ქსელის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქმე კარგად მიდის:

„სასტუმროებზე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. ეს კი იმის ნიშანია, რომ ამჟამად უფრო მეტი ადამიანი მოგზაურობს ვიდრე წარსულში.“

ეს ურთიერთგამომრიცხავი ინდიკატორები ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის რთული ეკონომიკური მომავლის გათვლა. მაგალითად, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯერ განაცხადეს, რომ აპრილში, მაისსა და ივნისში ეკონომიკა 1.5 პროცენტით გაიზარდა. მოგვიანებით კი, მონაცემები შეცვალეს და თქვეს, რომ ზრდა სინამდვილეში 1.7 პროცენტი იყო. ყველაზე რთული გასათვლელი კი ის არის, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს ეკონომიკური აღმავლობის ტემპი.
XS
SM
MD
LG