რომნი და საგარეო ურთიერთობები

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო კამპანიისას პირველ მოხსენებას გააკეთებს, რომელსაც მთლიანად საგარეო პოლიტიკის საკითხებს დაუთმობს
რომნი ამ მოხსენებით 8 სექტემბერს წარსდგება ამომრჩევლების წინაშე. გამოსვლას ადგილი ექნება ვირჯინიის ქალაქ ლექსინგტონში, სადაც აუდიტორიაში ვირჯინიის სამხედრო ინსტიტუტის სტუდენტები იქნებიან.

აქამდე, რომნი თავის კამპანიაში მხოლოდ ეკნომიკის საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას და პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის რეფორის გეგმის გაუქმებას ითხოვდა.

თუმცა რომნიმ უკვე მოასწრო ობამას პოლიტიკის გაკრიტიკება ახლო აღმოსავლეთში, თქვა რა, რომ პრეზიდენტი ამ რეგიონში პროცესების ფორმირებას არ უწყობს ხელს.

ბარაკ ობამა ორშაბათს კალიფორნიაში ჩავა და მშრომელთა პროფკავშირების ლიდერის-ცეზარ ჩავესის სახელობის მემორიალს გახსნის. მოგვიანებით, ის სან ფრანცისკოში მისი საარჩევნო კამპანიისთვის ფინანსური რესურსების შეგროვების მიზნით სპეციალურ საღამოს დაესწრება.