რომის პაპი ფრანცისკე პირველი მიმართვაში დედამიწის ზოგიერთი ცხელი წერტილის თემას შეეხო
რომის პაპი ფრანცისკე პირველი, წმიდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან წარმოთქმულ პირველ მიმართვაში, რასაც ეწოდება: „ურბი ეტ ორბი“, ანუ პაპის მიმართვა და დალოცვა რომს და მთელს მსოფლიოს, შეეხო დედამიწის ზოგიერთი ცხელი წერტილის თემას.
მან თქვა, რომ სირიის კონფლიქტმა „ძალიან ბევრი სიცოცხლე დაამსხვრია“. მან მოუწოდა სამხრეთ სუდანში „სოციალური ჰარმონიის“ წახალისებისკენ და გამოთქვა იმედი, რომ „კეთილი შედეგით“ დამთავრდეს მოლაპარაკებები ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის.
ბეთლემში, რელიგიურ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად, მომლოცველები მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეიკრიბნენ. ეს ქალაქი პალესტინაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ბიბლიის თანახმად იესოს დაბადების ადგილია.
ქრისტეშობის საღამოს წირვაზე, იერუსალიმის რომაულ-კათოლიკური ეკლესიის პატრიარქმა ფუად ტვალმა მრევლს იმედის სიტყვა შესთავაზა.
„ჩვენი გზავნილია: ყველა ჩვენთაგანს შორის სიყვარულის, მშვიდობის და ძმობის გზავნილი. ყველას გილოცავთ ახალ წელს!“
ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტმა ყოველწლიური საშობაო სიტყვით მიმართა გაერთიანებულ სამეფოს და ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნებს. მან თქვა, რომ ქრისტეშობის დრო შეიძლება იყოს საკუთარ თავში ჩაღრმავების და დაფიქრების დრო.
„საკუთარ თავზე დაფიქრება შეიძლება ბევრი ფორმით მოხდეს. როცა ოჯახები და მეგობრები ქრისტეშობას ერთად იკრიბებიან, ეს ხშირად ბედნიერი მოგონებების და წარსულზე ფიქრის დროა, ჩვენ ფიქრით მათ ვუბრუნდებით, ვინც გვიყვარდა და ახლა ჩვენს შორის აღარაა.“
პრეზიდენტმა ობამამ, თავის საშობაო მიმართვაში, პატივით მოიხსენია ქვეყნის გარეთ განლაგებული ამერიკელი სამხედროები.
„ჩვენი არაჩვეულებრივი კაცები და ქალები სამხედრო ფორმით მსახურობენ იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ შევძლოთ გავიხაროთ იმ დალოცვით, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია ამ სადღესასწაულო დღეებში. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ჩვენი სამხედრო, თავისი სახლიდან და ოჯახიდან მოშორებით იმყოფება.“
ფილიპინების ქალაქ ტაკლობანში ჩატარებულ საშობაო წირვაზეც გაისმა იმედის სიტყვა, სადაც ადამიანებმა ჯერ კიდევ ვერ დააღწიეს თავი ნოემბრის ტაიფუნით გამოწვეულ შედეგებს, რომელმაც ათასობით ადამიანი მოკლა და მილიონობით კი საკუთარი საცხოვრებლიდან აჰყარა.
მღვდლის თანაშემწე მადეო ალვერომ ქარიშხლისგან დაზიანებულ ტაძარში მლოცველებს მოუწოდა მომავლისკენ მიმართონ მზერა.
„შეიძლება ჩვენ ვართ უსახლკაროდ, უჭეროდ, მაგრამ ჩვენ არ ვართ უიმედოდ.“
მან თქვა: „ეს ჩვენი საბრძოლო შეძახილია“.
მლოცველებს მან უთხრა: იმედი შეინარჩუნონ, რომ ქალაქი და პროვინცია ისევ აღსდგება.