ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ფრანცისკე პირველის მილოცვა


პაპის ამპლუაში ფრანცისკემ მიმდევრებს შობა პირველად მიულოცა

რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა პაპის ამპლუაში დღეს პირველად მიულოცა შობა იმ ქრისტიანებს, რომლებიც ქრისტეს დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. საშობაო ქადაგების დროს მან სამხრეთ სუდანელებს შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

77 წლის არგენტინელმა პაპმა ათობით ათას მიმდევარს დღეს წმინდა პეტრეს მოედანზე მიმართა.

ტრადიციულ საშობაო მიმართვაში, მან მსოფლიოს „სოციალური ჰარმონიისკენ“ მოუწოდა და განსაკუთრებული ყურადღება სამხრეთ სუდანში, ნიგერიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ერაყსა და სირიაში მიმდინარე ეთნიკურ კუნფლიქტებზე გაამახვილა. მან ასევე განაცხადა, რომ ლოცულობს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესის წარმატებით დასრულებაზე.
XS
SM
MD
LG