რომიდან ამერიკაში "დელტას" აივახაზების და "ალიტალიას" თვითმფრინავები იფრენენ. ყველა თვითმფრინავის მგზავრი ტესტირებას გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ დაიშვება ბორტზე. რომის ფიუმიჩინოს აეროპორტი პირველი იქნება ევროპაში, რომელიც ტრანსატლანტიკურ ფრენებს განახორციელებს.
დეკემბრის თვიდან, მგზავრები, რომლებიც რომიდან ამერიკამდე და პირიქით, მგზავრობენ, კორონავირუსის ტესტირებას გამგზავრებამდე 48 საათით ადრე გაიკეთებენ და ასევე ჩაუტარდებათ ტესტირება დანიშულების ადგილას ჩასვლის დროსაც. ამით 14-დღიან სავალდებულო კარანტინს, რომელიც იტალიაშია შემოღებული, თავიდან აიცილებენ.
ასევე ნახეთ: ნიუ-იორკში პანდემიის გამო სკოლებს კიდევ ერთხელ ხურავენიტალიაში აცხადებენ, რომ ახალი პროტოკოლი შეეხებათ იმ მგზავრებს, რომლებიც იტალიაში ნიუ-იორკის კენედის სახელობის აეროპორტიდან, ასევე ნიუარკიდან და ატლანტიდან მიფრინავენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დელტა ეარლაინსი 19 დეკემბრიდან საჰაერო გზებს გახსნის მათთვის, ვინც სამუშაო, სამკურნალო, ან სასწავლო ვიზიტით მიდის ამერიკაში. მათ საშუალება ექნებათ, უკვე არსებული ფრენების გარდა, დამატებით ჩაფრინდნენ ჯორჯიის შტატშიც.
”ფრთხილად შემუშავებული კოვიდ-19 ტესტირების პროტოკოლები საუკეთესო გზაა საერთაშორისო მოგზაურობის უსაფრთხოდ და კარანტინის გარეშე აღდგენისთვის, სანამ ვაქცინაცია ფართოდ არ მოხდება,” - თქვა სტივ სირმა, დელტას პრეზიდენტმა.