სათბურის რობოტები წყალს და დენს 90%-ით ზოგავს

Your browser doesn’t support HTML5

რობოტების ჩართვამ კალიფორნიელ ფერმერებს სარწყავი წყალი და ელექტროენერგია 90%-ით დააზოგინა. კომპანიაში „აირონ ოქსი“ ამბობენ, რომ სათბურის ავტომატიზაციით ისინი ცდილობენ თვალი გაუსწორონ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას - მტკნარი წყლის რესურსების სიმწირეს, რასაც მეცნიერები კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ.