რობერტ ტრამპი, პრეზიდენტის უმცროსი ძმა, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი 71 წლის ასაკში შაბათს გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ტრამპის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. თუმცა, ექიმბმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

პრეზიდენტმა, ნიუ-იორკის საავადმყოფოში მყოფი ძმა პარასკევს მოინახულა. მაშინ თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი სერიოზულად იყო ავად.

"დამძიმებული გულით გატყობინებთ, რომ ჩემი ძმა, რობერტი, ამ ღამეს, მშვიდად გარდაიცვალა", ეწერა განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა გაავრცელა." ის არ იყო მხოლოდ ჩემი ძმა, ის ჩემი საუკეთესო მეგობარიც იყო. მე ის ძალიან მომენატრება, თუმცა ჩვენ ისევ შევხვდებით. მისი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩემს გულში. რობერტ, მიყვარხარ. მშვიდად განისვენე" - ასე გამოემშვიდობა პრეზიდენტი თავის უმცროს ძმას.

რობერტ და დონალდ ტრამპები, 2016 წლის 9 ნოემბერი

რობერტ ტრამპი, ძალიან ახლოს იყო პრეზიდენტთან და ცოტა ხნის წინ, ტრამპების ოჯახის სახელით, სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, რათა აეკრძალა პრეზიდენტის ძმისშვილისთვის, მერისთვის, გამოექვეყნებინა წიგნი. სასამართლომ ტრამპების სარჩელი არ დააკმაყოფილა.

დონალდ ტრამპი, თავის უმცროს ძმას აღწერდა, როგორც "ბევრად უფრო ჩუმი და მარტივად საურთიერთო, ვიდრე მე ვარ" და "ერთადერთი, ვისაც ცხოვრებაში ვეძახი "ძვირფასოს".