მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ ირანში პროტესტი არ წყდება. აქციები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება და იზრდება დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობაც. პროტესტის ძალადობრივი გზით შეზღუდვის შედეგად, გავრცელებული ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს.
ოსლოში დაფუძნებული „ირანის ადამიანის უფლებათა ჯგუფის“ ახალი მონაცემების თანახმად, დაღუპულია სულ ცოტა 201 ადამიანი, მათ შორის - 23 ბავშვი. 108 უშუალოდ აქციის დაშლის დროს დაიღუპა, სულ ცოტა 93 ადამიანი კი - სხვა შეტაკებების დროს.
ასევე ნახეთ: უფუნქციოდ დარჩენილი ქონება, რომელსაც ირანი ამერიკაში ფლობს„ირანის ადამიანის უფლებათა ჯგუფის“ ინფორმაციით მოსალოდნელია, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახშირდება და მოხდება „სისხლიანი დარბევა“.
„საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღკვეთოს შემდგომი მკვლელობები ქურთისტანში დაუყოვნებლივ რეაგირების გზით“, განაცხადა IHR-ის დირექტორმა მაჰმუდ ამირი-მოგადამმა. ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულთა შორის ბევრი სწორედ ქურთისტანიდანაა, საიდანაც გარდაცვლილი მაჰსა ამინი იყო.
ასევე ნახეთ: ირანში დემონსტრაციები გრძელდება, ვაშინგტონი კი თეირანს ახალ სანქციებს უწესებსმაჰსა ამინი, ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო 13 სექტემბერს დააკავა და ის პოლიციის მეთვალყურეობის პირობებში, 16 ოქტომბერს გარდაიცვალა. ოფიციალური ცნობით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამინს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. არსებობენ თვითმხილველებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ამინი სასტიკად სცემეს.
ირანში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ამერიკამ კანადამ და სხვა დასავლურმა სახელმწიფოებმა სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრეს.
ირანულმა პროტესტმა მსოფლიოც მოიცვა, აქციები იმართება ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ბელგიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში.