საქართველოს დომკრატიულობის მაჩვენებელი ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რაც 10 წლის წინ იყო. ამის შესახებ "ფრიდომ ჰაუსის" ყოველწლიურ ანგარიშშია საუბარი.
"საქართველოში, ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტმა და 2021 წლის თებერვალში ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ, ნათლად აჩვენა ქვეყნის ბოლოდროინდელი რეფორმების დასასრული. საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, სადაც 10 წლის წინ იყო, - ვიდრე სულ უფრო ავტოკრატიული პირების მიმართ საზოგადოების ფრუსტრაციის ტალღაზე, ამჟამინდელი მმართველი პარტია ხელისუფლებაში მოვიდოდა" - ნათქვამია ანგარიშში.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ევროპასა და ევრაზიაში, „ანტიდემოკრატიურლ სვლაზე“ საუბრობს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბევრ ქვეყანაში, არჩეული ლიდერები ხელისუფლების შესანარჩუნებლად დემოკრატიულ ინსტიტუტებს ძირს უთხრიან. ამასთან, ხელს უწყობენ „ალტერნატიულ ავტორიტარულ მმართველობას.“
ყოველწლიურ ანგარიშში, „ფრიდომ ჰაუსი“ ამ კუთხით ევროკავშირის ორ ქვეყანას გამოყოფს - უნგრეთსა და პოლონეთს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ორივე ქვეყანამ, „ბოლო ათწლეულის განმავლობაში იპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლა განიცადა.“
ანგარიში ასევე მიუთითებს, რომ ევროპასა და ევრაზიაში, სახელმწიფოთა უმეტესობა ამ მიმართულებით „ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე 10 წლის წინ იყვნენ.“
ასევე ნახეთ: სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალაანგარიშში, რუსეთი და ბელარუსი „კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებსაა“ მიკუთვნებული - გასული წლის განმავლობაში, რეპრესიების გაძლიერების ფონზე.
„ფრიდომ ჰაუსი“ ამბობს: „დემოკრატიული პროტესტის მონაწილეების სასტიკი დარბევა ბელარუსში; კრემლის მიერ, ანტიკორუფციული აქტივისტისა და ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობა და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ, სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი დემონსტირება - რეჟიმები მზად არიან ამ ყველაფერზე წავიდნენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ.“
ასევე ნახეთ: ბაიდენ-პუტინის სამიტი შესაძლოა ივნისში ჩატარდესანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში შემცირდა სომხეთის დემოკრატიული რეიტინგის მაჩვენებელი. მასში ნათქვამია, რომ „2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, დემოკრატიამ პირველად დაკარგა თავისი ადგილი.“