საქართველოს პრეზიდენტმა, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა შეიწყალა.
შეწყალების აქტს სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც ე.წ. მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ.
"მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!" - ნათქვამია პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამასთან, პრეზიდენტი კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩევას ულოცავს.
"ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში!" - აცხადებს პრეზიდენტი.
გიორგი რურუას შეწყალების საკითხი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, გასულ კვირას მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო.
Facebook Forum