მაღალი რანგის რესპონდენთმა უკრაინაში 25 მაისს დანიშნული არჩევნები, დარუსული პროპაგანდა შეაფასა. ინტერვიუ კიევში ჩაიწერა.
სტენგელის თქმით: „ჩვენ მხარს ვუჭერთ 25 მაისს დანიშნულ არჩევნებს, მიგვაჩნია რა, რომ არჩევნები უკრაინის დემოკრატიისა და ცვლილების განხორციელების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენ გვსურს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ხელი ყველა შესაძლო მეთოდით შევუწყოთ. არჩევნები უნაკლო არასოდეს არის და მათ პრობლემები ყოველთვის ახლავს. პრობლემები არის ხოლმე დასავლურ დემოკრატიებშიც და ჩვენ გვაშფოთებს ის თუ რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში. პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა რუსეთს სთხოვეს და მოსთხოვეს, რომ 25 მაისის არჩევნებში არ ჩაერიოს და იმედი გვაქვს ეს ასეც მოხდება.“
მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთ-ერთი ბერკეტია, რომლის გამოყენებაც ამერიკას შეუძლია. „ჩემი აზრით, თუ რუსები ჩაერევიან 25 მაისის არჩევნებში, ამას შედეგები მოჰყვება. ერთ-ერთი ასეთი შედეგი უფრო მკაცრი სანქციების დაწესება იქნება. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უნდა შევხედოთ როგორ ჩაივლის არჩევნები, იქნება თუ არა პროცესი თავისუფალი და სამართლიანი და ჩაერევიან თუ არა მასში რუსები. ამის შემდეგ დავადგენთ იმას იყო თუ არა დაწესებული სანქციების მასშტაბები სათანადო.“
სტენგელმა რუსეთის მიერ წარმოებულ პროპაგანდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროპაგანდა ძირითადად მაშინ მუშაობს წარმატებით, როცა საზოგადოებას შეხედულებები მხოლოდ ერთი წყაროდან მიეწოდება და ინფორმაცია სიცრუესაც მოიცავს.
„სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამერიკა მხარს უჭერს თავისუფალ მედიას და თავისუფალ ხელმისაწვდომობას ინფორმაციის წყაროებზე. თუმცა მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია „ტყუილების წინააღმდეგ სიმართლით ბრძოლა. მოგონილ ამბებს რეალობით უნდა ვებრძოლოთ და ჩვენ ამის გაკეთებას ვცდილობთ. ამასთან, ვცდილობთ ზოგიერთ საკითხზე ამერიკის მოსაზრებებიც გავაცნოთ ხალხს. მეორე დღეა კიევში ვართ. არაჩვეულებრივი გაზაფხულის საღამოა და ჩვენ კიევში კაფეში ყავას მივირთმევთ. რუსული პროპაგანდა კი აცხადებს, რომ კიევი ალყაშია მოქცეული, ხალხს თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვს, ხელი არ მიუწვდება ყოველდდღური საჭიროების ნივთებზე. ეს ფანტაზიაა, სრული ტყუილია და ამის მოწმეები ყოველ დღე ვართ.“
სტენგელის თქმით, შეერთებული შტატების მთავრობა და განსაკუთრებით მისი უწყება, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას საზოგადოებაში რეალურად არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს.