ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში მოლაპარაკებას სეპარატისტები არ ესწრებიან


შტაინმაიერმა განაცხადა, რომ იმედი აქვს მთავრობის მიერ ორგანიზებული „მრგვალი მაგიდა,“ შეძლებს პრო-რუსული სეპრატისტების დარწმუნებას რომ იარაღი დაყარონ

უკრაინა „ეროვნული ერთობის“ დიალოგს მართავს, რომელსაც ერთი დღით წინ უსწრებდა პრო-რუსული სეპარატისტების მიერ უკრაინის ჯავშანმანქანების კოლონაზე განხორციელებული თავდასხვა. შეტაკების შედეგად, რომელიც ქალაქ კრამატორსკთან მოხდა, უკრაინის ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა.

აღნიშნული მოლაპარაკება გეგმის ნაწილია, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ შეიმუშავა უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად. შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინის პრემიერ მინისტრი არსენი იაცენიუკი, ეროვნული პარლამენტის წევრები და რეგიონის ოფიციალური პირები მონაწილეობენ. სეპარატისტი მეამბოხეები მოლაპარაკების პროცესს არ ესწრებოდნენ.

სამშაბათს, კრამატორსკში განხორციელებული თავდასხმა უკრაინაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად მოხდა.

ფრანც ვალტერ შტაინმაიერმა კიევში განაცხადა, რომ იმედი აქვს მთავრობის მიერ ორგანიზებული „მრგვალი მაგიდა,“ რომელშიც უკრაინის პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ, შეძლებს პრო-რუსული სეპრატისტების დარწმუნებას იმაში, რომ 25 მაისს დანიშნული საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის იარაღი დაყარონ.

ამ ფონზე, სახელმწიფო დეპარტამენტმა სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი, დაპირების მიუხედავად, უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზაციას აგრძელებს.
XS
SM
MD
LG