რესპუბლიკელებში განახლება დაიწყო

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მარცხის შემდეგ რესპუბლიკელები პარტიულ განახლებაზე და მომავალი არჩევნებში გამარჯვებაზე უკვე საუბრობენ

Your browser doesn’t support HTML5

ვაშინგტონი


ვაშინგტონის მახლობლად ათასობით კონსერვატორი შეიკრიბა იმისთვის, რომ გაერკვიათ რამ გამოიწვია გასული წლის ნოემბერში რესპუბლიკელების მარცხი საპრეზიდენტო არჩევნების დროს. კონსერვატული პოლიტიკური ქმედების კონფერენცია რომელიც ცნობილია „სი-პი-ეი-სის“ აბრევიატურით, რესპუბლიკური პარტიის აუდიტორიაზე მუშაობს და პარტიას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარსადგენ კანდიდატურების შერჩევაში ეხმარება.კონფერენცია კონსერვატორებს ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აერთიანებს. მათ შორის, ვისაც სურს შთაბეჭდილების მოხდენა აუდიტორიაზე - ერთ-ერთი ფლორიდის შტატის სენატორი მარკო რუბიოც არის.
მისი განცხადებით, მსოფლიოს უზარმაზარ და კაცობრიობის დიდხნიანი ისტორიის მანძილზე თითქმის ყველა ვინც დაიბადა სიღატაკეში და სოციალურად დაუცველი იყო არ ჰქონდა უნარი მიეღო რაც სჭირდებოდა. ჩვენ რითაც განვსხვავდებით მათგან, ის არის რომ ამ დარბაზში არიან ადამიანები , რომელთაც შეეძლოთ რეალური წარმატების მიღწევა იმის მიუხედავად თუ საიდან დაიწყეს მოღვაწეობა.

რუბიო განიხილება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო კანდიდატად, კენტუკის შტატის სენატორის რენდ პოლის მსგავსად.განსხვავებით სხვა კონსერვატორებისგან რენდ პოლი აცხადებს რომ რესპუბლიკური პარტია უნდა შეიცვალოს.

სენატორ რენდ პოლის განცხადებით მათ სჭირდებათ ისეთი რესპუბლიკური პარტია რომელიც გაიმარჯვებს , ჩიკაგოს სამხრეთით, სადაც ფილტვებიდან ამოვიძახებთ რომ „ ჩვენ ვართ სამუშაო ადგილების“ და ახალი შესაძლებლობების პარტია. „დიდებული ძველი პარტია“ არის საშუალო კლასის ბილეთი.

ეს შეხვედრა ემსახურებოდა კონსერვატორი აქტივისტებისთვის მოსამზადებელ სამუშაოს მომავალი არჩევნებისთვის, სადაც იყო გადაცემული პირდაპირი ეთერი ჩაის სმის მოძრაობის ტელევიზიით და რადიო გადაცემები, რომელშიც მონაწილეობას კონსერვატორი ლიდერები ღებულობდნენ. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელმეორედ იქნა არჩეული. მისი გამარჯვება ძირითადად განაპირობა უმცირესობების ხმებმა და ახალგაზრდების არჩევანმა, რაც ამ შეკრების ორგანიზატორის ალ კარდენასის აზრით უნდა შეიცვალოს.

მისი განცხადებით, ამერიკა დემოგრაფიული თვალსაზრისით შეცვლილია, და თუ კონსერვატულ მოძრაობას სურს რომ უმრავლესობას წარმოადგენდეს ქვეყანაში მაშინ უნდა იყოს მიმზიდველი ძალა ნებისმიერი ასაკის ამომრჩევლისთვის.

აიოვას შტატის კონგრესმენი სტივ კინგი ამბობს რომ, კონსერვატორები გასული წლის არჩევნების მიუხედავად მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

სტივ კინგი ამბობს რომ, ისინი ცდილობენ ძალა აღიდგინონ. ეს ნამდვილად ასეა. რათქმაუნდა ამის საფუძველი არის 6 ნოემბრის მარცხი. ეს არ ეხება მხოლოდ წაგებას, უბრალოდ რაც დაგეგმილი იყო იმის განხორციელებას ვერ მივაღწიეთ“- ამბობს აიოვას შტატის კონგრესმენი.

თუმცა ბევრი კონსერვატორი ეწინააღმდეგება შეხედულებას - პარტიული პრინციპების დათმობასთან დაკავშირებით, მათ შორისაა უნივერსიტეტის სტუდენტი კელსი დრაპკინი.

ვიცი, ბევრი საუბრობდა იმაზე რომ ეგებ ჩვენ უფრო მეტად შემწყნარებლები ვყოფილიყავით სოციალურ საკითხებთან მიმართებაში, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს არის პასუხი. საჭიროა პრინციპების გამყარება.

წინააღმდეგობამ ცვლილების და დათმობაზე წასვლის შესახებ შესაძლოა საბოლოოდ ორად გაყოს რესპუბლიკელები - ამბობს პოლიტოლოგი ნორმან ორნშტეინი. მისი განცხადებით მათ არ აქვთ სურვილი მოუსმინონ ძველ ფიგურებს, და ალბათ ჩვენ ვნახავთ არსებით ძალთა გადანაწილებას რესპუბლიკელების შიდა წრეებში, რომელმაც შესაძლოა პარტია მკვეთრად გაყოს შუაზე. თუმცა, მოცემულ მომენტში კონსერვატორების შეკრების დამსწრე პირები ძირითადად ფოკუსირებულნი არიან მომავალზე და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლების ძიებით რომლებიც პარტიის ხელმძღვანელ პოსტებზე იქნებიან წარმოდგენილნი.