ამერიკის შეერთებულ შტატებში, გუბერნატორების გადაწყვეტილებამ, შტატების თავიდან გახსნის შესახებ, ქვეყნისთვის კორონავირუსის შემთხვევების უკიდურესი ზრდა გამოიწვია. ნიუ-იორკიდან ახლა ეპიდემიის ცენტრი კალიფრონიაში, ქვეყნის ყველაზე მასშტაბურად დასახლებულ შტატში გადავიდა.
სააგენტო "როიტერის" მონაცემებით, ოთხშაბათს ქვეყანაში, ვირუსის ერთ დღეში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 50,000 იყო. ამერიკისთვის, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლია მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო.
"ვირუსის გავრცელება ისე მიმდინარეობს, რომ ეს უკვე შემაშფოთებელია", თქვა კალიფრონიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსონმა. მისი გადაწყვეტილებით, შტატში, 19 ოლქში, დაიხურა კაფე-ბარები და რესტორნები და კვლავ აიკრძალა დახურულ შენობაში მსგავსი მომსახურების მიღება. გუბერნატორის გადაწყვეტილება, შტატის მოსახლეობის, დაახლოებით, 70% ეხება.
ასევე ნახეთ: ივლისი ამერიკაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლით დაიწყოკალიფორნია, ამერიკაში პირველი შტატი იყო, რომელმაც "სახლში დარჩენის ბრძანება" გამოსცა მარტის თვეში. ახლანდელი გადაწყვეტილება კი, როგორც ჩანს, ძალიან მძიმე ზიანს მიაყენებს ადგილობრივი ბიზნესების მფლობელებს.
პანდემიის ეპიცენტრმა ახლა ქვეყნის სამხრეთით გადაინაცვლა და კალიფორნიის, არიზონასა და ნიუ-მექსიკოს შტატები მოიცვა. მათთან ერთად, განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში არიან ტეხასის, ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებიც.
ასევე ნახეთ: კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის გამო შეზღუდვები ხელახლა წესდებაოთხშაბათს, ტეხასში ისევ რეკორდულად მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა. იქ ერთ დღეში, კორონავირუსის 8,076 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო სამხრეთ კაროლინამ ერთ დღეში 24 გარდაცვალების შესახებ განაცხადა. ტენესისა და ალასკაშიც, კორონავირუსის, ამ შტატებისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი მაჩვენებელი დაფიქსირდა.