გადაწყვეტილების მიზეზი ორგანიზაციის ოფისზე თავდასხმა გახდა
წითელი ჯვარი ავღანეთიდან საერთაშორისო ჯგუფის გამოყვანას გეგმავს. ამის მიზეზი ჯალალაბადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ოფისზე თავდასხმა გახდა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავღანეთში 25 წელია ფუნქციონირებს და ამ ხნის მანძილზე ეს პირველი ინციდენტია.
ორგანიზაციას არ დაუკონკრეტებია, თუ რა რაოდენობის თანამშრომელს გამოიწვევს ავღანეთიდან. წითელი ჯვრის პრესცენტრის განცხადებით, ორგანიზაცია გააგრძელებს ორთოპედიულ მომსახურებას, ყანდაარის საავადმყოფოს მომარაგებას და დაკავებულთა და დაზარალებულთა ოჯახებთან თანამშრომლობას.