ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წითელი ჯვარი ევროპის პრობლემებზე საუბრობს



ჟენევა- როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია იტყობინება, მას უჭირს ევროპის მზარდი ღარიბი მოსახლეობისთვის დახმარების უზრუნველყოფა.

ევროკავშჲრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ევროკავშირის 27 ქვეყნის მასშტაბით 26 მილიონი ადამიანი უმუშევარია. ბლოკის ფარგლებს მიღმა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ამასთან, უმუშევართა რაოდენობა კიდევ უფრო მაღალია.

ფედერაციის მიერ 52 ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, შესწავლილი იქნა ეკონომიკური რეცესიის გავლენა მოსახლეობაზე. გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ღარიბმა ფენამ კიდევ უფრო იზარალა სოციალური დახმარების შემცირებით, ჯანდაცვისა და სურსათის უზრუნველყოფის პროგრამების შეწყვეტით. ეს ადამიანები ამასთან, უსახლკაროდ დარჩენისა და გამოსახლების რისკის ქვეშ არიან.
XS
SM
MD
LG