ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელმა 11,8 %-ს მიაღწია. ევროკავშირის მონაცემებით, 2012 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ერთი მეათედი პროცენტით გაიზარდა ეს მაჩვენებელი. ევროზონაში შემავალ ქვეყნებში 19 მილიონი უმუშევარია. გასული წლის ნოემბერში მათი რიცხვი წინა თვესთან შედარებით კიდევ 113 ათასით გაიზარდა.
2011 წლის მიწურულს ევროზონაში 2012 წლის ნოემბერთან შედარებით ორი მილიონით ნაკები უმუშევარი იყო. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც უმუშევრობამ 26%-ს მიაღწია. ამ ქვეყნებში ახალგაზრდების 57%-ია უმუშევარი.