განსხვავებული და არაორდინალური ოსკარი, კინოაკადემიის 93-ე დაჯილდოება დასრულდა

მიუხედავად პანდემიისა და ქვეყანაში დაწესებული შეზუდვებისა, ოსაკრების ცერემონია, ძველი, ტრადიციული გზით ჩატარდა. 93-ე დაჯილდოების კინოცერემონია, ბევრად ნაკლებად მასშტაბური და უფრო მოკრძალებული იყო ვიდრე აქამდე. თუმცა, ჰოლივუდის საუკეთესო მსახიობებს, კოვიდ-19-ის პანდემიის წესების მკაცრი დაცვით, მაინც ჰქონდათ საშუალება, რომ ყველაზე გამორჩეულ წითელ ხალიჩაზე კამერების წინ გაევლოთ.

ერთ-ერთი პირველი, წითელ ხალიჩაზე 73 წლის მსახიობი პოლ რაჩი გამოჩნდა.

"ვერ წარმომიდგენია, რომ ეს სხვა გზით მომხდარიყო. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს იდეალურია", - თქვა რაჩიმ, რომელიც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში იყო წადგენილი ფილმისთვის "მეტალის ხმა".

ქლოი ზაო, ოკსარის ცერემონიაზე

წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც მსახიობები თავს არასდროს იკავებდნენ ცერემონიაზე დასწრებისგან, წელს ვარსკვლავების ნაწილმა, სახლში დარჩენა ამჯობინა. ისინი თავიანთ სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ ფოტოებს და გულშემატკივრებს უყვებოდნენ, რომ წელს, ოსკარს ისინიც სახლიდან უყურებდნენ.

ცერემონიაზე მისულებს კი პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწიათ.

პრიზი საუკეთესო რეჟისორისთვის, ფილმმა "მომთაბარეთა მიწა" და მისმა ჩინელმა რეჟისორმა, ქლოი ზაომ მიიღო. ის გახდა მეორე ქალი და პირველი ფერადკანიანი ადამიანი, ვინც ეს ჯილდო მიიღო.

ფილმ "მომთავარეს" მთავარი როლის შემსრულებელი და რეჟისორი

"იმ ადამიანებში, ვისაც შევხვედრივარ, ყოველთვის მჯეროდა მათი სიკარგის.. ეს [ფილმი] არის ყველასთვის, ვისაც ჰქონდა რწმენა და გამბედაობა იმისა, რომ საკუთარ თავსა და სხვებში სიკარგეს ჩასჭიდებოდა, მიუხედავად იმისა, როგორი რთულიც უნდა ყოფილიყო ეს", - თქვა რეჟისორმა.

ზაოს ფილმმა, "მომთაბარეთა მიწა" ოსკარის კიდევ ერთი ნომინაცია, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიიღო. ფრენსის მაკდორმანისთვის კი, ეს უკვე მესამე ოსკარია ამ კატეგორიაში. მანამდე მას ჯილდო საუკეთესო მსახიობობისთვის მიღებული აქვს 1997 წელს, ფილმისთვის "ფარგო" და 2018 წელს ფილმისთვის "სამი ბილბორდი ებინგის, მისურის, გარეთ".

საუკეთესო მსახიობი კაცის როლი ენტონი ჰოპკინსმა მიიღო ფილმისთვის "მამა", სადაც ის დემენციით დაავადებულ მოხუცს თამაშობს. ამ ფილმმა ასევე მიიღო ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის. ჰოპკინსს თავისი პირველი ოსკარი 30 წლის წინ გადასცეს.

საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ოსკარი კი წილად ხვდა ემერალს ფენელს ფილმისთვის "იმედისმომცემი ახალგაზრდა გოგონა".