ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა სომეხთა გენოციდი აღიარა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად აღიარა გენოციდად ოსმალეთის იმპერიაში, პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთის მიერ სომეხთა ხოცვა-ჟლეტა. მან ეს განცხადება სიმბოლურად დაამთხვია სომეხთა გენოციდის ხსენების დღეს, 24 აპრილს.

საპრეზიდენტო კანდიდატობის რანგში ბაიდენი აცხადებდა, რომ გადადგამდა ამ, უმეტესწილად სიმბოლურ ნაბიჯს.

სომხები ათწლეულების განმავლობაში ითხოვენ ამ ტერმინის- გენოციდის გამოყენებას პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მასობრივი მკვლელობების და დეპორტაციების აღსაწერად, მაგრამ ამ ტერმინის ხმარებას ხაზგასმით უარყოფს თურქეთი.

თეთრმა სახლმა 23 აპრილს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს. სააგენტო როიტერის ცნობით, ბაიდენმა ერდოღანს შეატყობინა 24 აპრილს გენოციდის აღიარების გეგმის შესახებ.

არაერთი ისტორიკოსი და რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, დაახლოებით 1.5 მილიონი სომეხის მკვლელობას გენოციდად მიიჩნევენ. ანკარა აცხადებს, რომ მკვლელობები სამოქალაქო დაპირისპირების შედეგი იყო და არა მთავრობის გეგმა სომეხთა წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG