წვიმა და სიგრილე ავსტრალიელ მეხანძრეებს შეღავათს მისცემს

ამინდის შეცვლა ავსტრალიელი მეხანძრეებს ოდნავ ამოასუნთქებს. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ამ კვირაში მკვეთრ აგრილებას ელიან. ავსტრალია სამ თვეზე მეტია ტყის ხანძრებს ებრძვის, რომელმაც ქვეყანაში მილიონობით ჰექტარი გადაწვა.

მართალია, ალაგ-ალაგ წვიმაც წამოვიდა, თუმცა არასაკმარისად ძლიერი. სამხრეთ უელსში, ვიქტორიის, სამხრეთ ავსტრალიის და ქვინსლენდის შტატებში ჯერ კიდევ ასობით ხანძარს ებრძვიან.

ამ დროისთვის დამწვარია სულ ცოტა, 8 მილიონი ჰექტარი მიწა და 2 000-ზე მეტი სახლი. სექტემბერში, ხანძრების დაწყების შემდეგ, დაიღუპა 25 ადამიანი. სადაზღვევო კომპანიებმა $485 მილიონით იზარალეს. ქვეყნის პრემიერი სკოტ მორისონი აცხადებს, რომ ზარალის ასანაზღაურებლად და მოსახლეობის დასახმარებლად $1.4 მილიარდს გამოყოფს.