17 სექტემბერს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთს ავღანეთში თალიბანის მთავრობასთან მუშაობა სჭირდება. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია უსაფრთხოების ბლოკია, რომელსაც ჩინეთი და რუსეთი უძღვებიან.
ასევე ნახეთ: რუსეთისა და ჩინეთის ხელმძღვანელობით შექმნილი ბლოკის წევრები ავღანეთის საკითხს განიხილავენ
ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ჩატარებულ კონფერენციაში პრეზიდენტი პუტინი ვიდეო-ხიდით ჩაერთო. მან თქვა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ავღანეთის საკითხზე გაეროს კონფერენციას და მსოფლიოს სახელმწიფოებმა ავღანეთის გაყინული აქტივების გახსნაზე უნდა იფიქრონ.