ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ცნობები რუსეთის სახელმწიფო უშიშროების აგენტების მიერ, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი შეთქმულების ნაწილია. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, ამ ყველაფრის მიზანი მისი დისკრედიტაციაა. ამასთან, პუტინის თქმით, ნავალნი არც იმდენად მნშვნელოვანი ფიგურაა, რომ სამიზნედ იქცეს.
ალექსეი ნავალნი, მიმდინარე წლის აგვისტოში, სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. სამ ევროპულ ქვეყანაში, ლაბორალტორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რუსი ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერი, საბჭოთა სტილის აკრძალული ქიმიური იარაღით, „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული. რიუსეთში ევროპული ქვეყნების დასკვნას უარყოფენ და ამბობენ, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.
ასევე ნახეთ: ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს, რომ ნავალნის მოწამვლაში რუსულ „ეფესბეს“ მიუძღვის ბრალიფრენის ჩანაწერებისა და მობილური ტელეფონების გეოლოკაციის მონაცემებით, საგამოძიებო ვებგვერდმა Bellingcat და რუსულმა მედიასაშუალება „ინსაიდერმა“, ერთობლივი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. გამოძიება გერმანულ Der Spiegel- თან და ამერიკულ CNN- თან თანამშრომლობით ჩატარდა.
გამოძიება ამბობს, რომ გამოავლინეს რუსეთის უშიშროების სამსახურის მკვლელების გუნდი, რომელიც ალექსეი ნავალნის წლების განმავლობაში უთვალთვალებდა. გამოძიება ასახელებს დაზვერვის ოფიცრებს და ლაბორატორიებს, რომლებიც ნავალნის მოწამვლის უკან დგანან.
მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ გამოძიება აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
Your browser doesn’t support HTML5
„ეს ხრიკია, რუსეთის ლიდერებზე თავდასხმისთვის“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, დღეს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.
პუტინი აცხადებს, რომ ნავალნი ამერიკული სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით სარგებლობდა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, რუსეთის უშიშროების აგენტები მას თვალს ადევნებდნენ - „თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ მისი მოწამვლა საჭირო იყო. ვის სჭირდება ის? თუ ვინმეს მისი მოწამვლა ენდომებოდა, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ“ - განაცხადა პუტინმა.