რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებთან შეხვედრის დროს, რაც ამ ჯგუფის ხანმოკლე ამბოხიდან ცოტა ხანში შედგა, მათ შესთავაზა ვარიანტი, სამხედრო სამსახური როგორც ერთმა ქვედანაყოფმა გააგრძელონ. გამოცემა კომერსანტის ცნობით, პუტინმა "ვაგნერელებს" მეთაურად ჯგუფის სხვა ოფიცერი, მეტსახელად "ჭაღარა" (Седой), იგივე ანდრეი ტროშევი ურჩია.
მაშინ, როცა ევგენი პრიგოჟინის ბედი გაურკვეველია, პუტინის კომენტარები, რომლებიც პარასკევს გამოქვეყნდა, ასახავს მის მცდელობას, „ვაგნერის“ დაქირავებულების, უკრაინაში რუსული ძალების ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფის, ერთგულება მოიპოვოს.
ასევე ნახეთ: ბზარები პუტინის ძალაუფლების ვერტიკალშიპუტინის ეს კომენტარები დაემთხვა ასევე იმ ბზარებს, რომელიც უკრაინაში ომის მე-17 თვეს, უკრაინის კონტრიერიშის პირობებში, რუსეთის სამხედრო უწყებაში ჩნდება.
გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინეტერვიუში, პუტინმა პირველად აღწერა 29 ივნისს, შეიარაღებული ამბოხებიდან ხუთ დღეში კრემლში შემდგარი შეხვედრა, რომელსაც „ვაგნერის" 35 მეთაური პრიგოჟინთან ერთად დაესწრო.
პუტინმა თქვა, რომ ბევრი "ვაგნერელი" მის წინადადებას თავის დაქნევით დაეთანხმა, თუმცა პრიგოჟინმა, რომელიც წინა რიგში იჯდა და მათ რეაქციას ვერ ხედავდა, ეს იდეა მაშინვე უარყო და განაცხადა: „ბიჭები ასეთ გადაწყვეტილებას ვერ დაეთანხმებიან“.
პუტინმა ადრე განაცხადა, რომ "ვაგნერის" ჯგუფს არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ან თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გაეფორმებინა, ან ბელარუსში გადასულიყო, ან სამხედრო სამსახურიდან წასულიყო.