ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციები, ევროპელი ოჯახებისთვის ენერგეტიკის ფასს კატასტროფულად გაზრდის.
ევროპის მიერ მოხმარებული გაზის დაახლოებით 40% რუსულია.
ასევე ნახეთ: ბულგარეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანულით ჩაანაცველბს„ჩვენ ვიცით, რომ ევროპელები რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებას ცდილობენ. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი ქმედებების შედეგი ადგილზე ფასის ზრდა და მომხმარებლებისთვის ენერგორესურსების გაძვირება იქნება. ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთზე სანქციების დაწესება გაცილებით მეტ ზიანს აყენებს იმ ქვეყნებს, რომლებიც მას აწესებენ. სანქციების შემდგომმა გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს კიდევ უფრო მძიმე - გადაჭარებების გარეშე, თუნდაც კატასტროფული შედეგები, გლობალურ ენერგობაზარზე“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
მოთხოვნისა და მიწოდების დისბალანსის გამო, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ევროპაში გაზის ფასი 2021 წელს გაიზარდა.
რუსეთმა ევროპისკენ გაზის ნაკადების შემცირება 2021 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. 2020 წლის მეორე ნახევართან შედარებით, მილსადენის სამი ძირითადი მარშრუტით მიწოდება დაახლოებით 20%-ით შემცირდა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საპასუხოდ, მას შემდეგ რაც ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ უარი თქვა, რუსულ გაზზე ანგარიშსწორება რუბლში ეწარმოებინა, მოსკოვმა გაზის მიწოდება ბულგარეთს, პოლონეთს, ფინეთს შეუწყვიტა. ასევე, დანიურ, ჰოლანდიურ და გერმანულ კომპანიებს.
ასევე ნახეთ: მოსკოვში სახელი გადაარქვეს ქუჩას, რომელზეც ბრიტანეთის საელჩოა განთავსებულიპუტინი აცხადებს, რომ დასავლური საქნციების მიუხედავად, რუსული ენერგოსექტორი სტაბილურია. მაგრამ, ასევე ამბობს, რომ კომპანიები, წლის ბოლოსთვის, ევროკავშირის ემბარგოსთვის უნდა მოემზადნონ.
”მთავრობა ამჟამად განიხილავს ვარიანტებს სარკინიგზო და მილსადენის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რათა რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები მეგობარ ქვეყნებს მივაწოდოთ“ - აცხადებს პუტინი.