რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, სამშაბათს განუცხადა დასავლეთს, რომ მას შეუძლია შეწყვიტოს ექსპორტი და გარიგებები დასავლეთის ქვეყნებთან, რაც ამ დრომდე, კრემლის ყველაზე მკაცრი პასუხია შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებზე.
პუტინმა, სამშაბათს ხელი მოაწერა ფართო განკარგულებას, რომელიც კრძალავს პროდუქციისა და ნედლეულის ექსპორტს ადამიანებსა და სუბიექტებზე, ვინც კრემლის სანქციების სიაში მოხვდება. სანქციების სიის შედგენა, მან მთავრობას დაავალა. სიის შესადგენად პუტინმა თავის ქვეშევრდომებს 10 დღე მისცა.
ასევე ნახეთ: რომის პაპმა პუტინთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა კრემლს პასუხი არ გაუციაგანკარგულება, რომელიც ძალაში შევიდა მისი გამოქვეყნებისთანავე, მოსკოვს ანიჭებს ძალას, ქაოსი შეიტანოს საერთაშორისო ბაზრებზე. ამ განკარგულების მიხედვით, რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეეძლება შეაჩეროს ექსპორტი, ან გააუქმოს კონტრაქტები იმ სუბიექტებთან, ან ფიზიკურ პირებთან, რომლებიც სანქცირებულია.
პუტინმა ცალსახად ჩამოაყალიბა ბრძანებულება, როგორც პასუხი იმაზე, რასაც ის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების უკანონო ქმედებებს უწოდებს და რომლებიც გულისხმობს "რუსეთის ფედერაციის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების და რუსეთის იურიდიული პირებისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევას ან მათი საკუთრების უფლების შეზღუდვას".