კრემლის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რუსეთის ჯარში 133 000 სამხედრო მოსამსახურის გაწვევის ბრძანება გასცა. საშემოდგომო გაწვევა რუსეთში პირველ ოქტომბერს დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
რუსეთის სახელმწიფო გამოცემა „როსიისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული ბრძანება, 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არ იმყოფებიან რეზევრში და ექვემდებარებიან გაწვევას, ფედერალური კანონის შესაბამისად, გაწვევისკენ მოუწოდებს.
ასევე ნახეთ: უკრაინის საჰაერო ძალები კიევზე დრონებით განხორციელებულ რუსეთის იერიშზე საუბრობსრუსეთის გაწვევის სამსახურის უფროსმა, ვიცე-ადმირალმა ვლადიმერ ციმლიანსკიმ განაცხადა, რომ წვევამდელის პირობები იგივე რჩება: 12-თვიანი სამსახური რუსეთის სამხედრო ნაწილებში.
„მინდა აღვნიშნო, რომ ახალ რეგიონებში წვევამდელებს არ გამოიძახებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად“, - ციტირებს ციმლიანსკის „როსიისკაია გაზეტა“.
რუსეთი, 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს, კვლავ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. კიევი და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ, მიწის მიტაცების იმპერიალისტური ზრახვებით, არაპროვოცირებულ ომს აწარმოებს.