რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ნებას რთავს უკანონოდ ანექსირებული უკრაინის ტერიტორიების მაცხოვრებლების დეპორტაციას, რომლებიც უარს ამბობენ რუსეთის მოქალაქეობაზე. ამ ნაბიჯს, მოსკოვის ეთნიკურ წმენდასა და ომის დანაშაულებში დადანაშაულება მოჰყვა.
განკარგულებაში, რომელიც 27 აპრილს გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელები ან უნდა გახდნენ რუსეთის მოქალაქეები, ან ოფიციალურად უარი თქვან ამაზე.
განკარგულების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან უცხოელებად ჩაითვლებიან ის მოქალაქეები, რომლებმაც „გამოაცხადეს არსებული მოქალაქეობის შენარჩუნების ან მოქალაქეობის არმქონედ დარჩენის სურვილი“ და არ დადეს რუსეთის მოქალაქის ფიცი. ანექსირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი და ემუქრებიან რუსეთის „ეროვნულ უსაფრთხოებას“, შესაძლოა რუსეთიდან დეპორტაციას დაექვემდებარონ.
„ის, ვინც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ემხრობა კონსტიტუციური წყობის საფუძვლების ძალადობრივ ცვლილებას, აფინანსებს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს, ან მონაწილეობს არაავტორიზებულ ქმედებებში“, შეიძლება დეპორტირებული იქნეს, - ნათქვამია ბრძანებაში.
ასევე ნახეთ: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარამას შემდეგ, რაც კრემლმა 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მას ადანაშაულებენ უკრაინელების დეპორტაციაში, ოკუპირებული ტერიტორიიდან, მის მიერ კონტროლირებად ქვეყნის ნაწილებში ან თავად რუსეთში. დეპორტაციის მტკიცებულებებმა, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, გამოიწვია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მიერ 17 მარტს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და მოსკოვის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გამოცემა, ომის დანაშაულების ბრალდებით.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ რუსეთი ცდილობს „ზეგავლენა მოახდინოს უკრაინის შიგნით დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებაზე“.
„ამ გზით, მტერი ცდილობს გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა და საზოგადოების ეროვნული თვითიდენტობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - თქვა მან ტელეგრამის არხზე.
ასევე ნახეთ: კიევი ამბობს, რომ რუსულ ჯარზე შეტევისთვის თითქმის ყველაფერი მზადააამასობაში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 27 აპრილს გენოციდად აღიარა უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და მათი რუსეთის ტერიტორიაზე იძულებითი გადაყვანა. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს განიხილოს დანაშაულზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომის შესაძლებლობა.
პუტინმა 30 სექტემბერს ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომლებიც აფორმებს უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონების ანექსიას. თუმცა რეგიონებს რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს.