სასამართლოს გადაწყვეტილებას ამერიკელები პროტესტით შეხვდნენ

მეორე დღეა ჩიკაგოს ქუჩებში საკუთარი აზრის გამოსათქმელად ასობით ადამიანია გამოსული

Your browser doesn’t support HTML5

კანონის უზენაესობა


კალიფორნიის ქალაქი ოკლანდიდან დაწყეული ფლორიდაში სანფორდით დამთავრეული, ამერიკის თითქმის ყველა ქალაქში მოსახლეობა სასამართლოს მიერ ჯორჯ ზიმერმანის მეორე ხარისხის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოცხადებას აპროტესტებს.

უკვე მეორე დღეა ასობით ადამიანი ჩიკაგოს ქუჩებშია გამოსული, საკუთარი აზრის გამოსათქმელად. აქტივისტი დიკი გეინსი ამბობს, რომ საქმის დასასრული დასაწყისიდანვე იყო განსაზღვრული.

„უამრავი ადამიანი იყო მთელს ქვეყანაში, რომლებსაც ზიმერმანის უდანაშაულოდ გამოცხადება სურდა. მათ მის დასაცავად იურისტების დასაქირავებლად თანხებიც შესწირეს.“

ქეისი დევიდ კოლი ერთ-ერთი ასეთი მხარდამჭერი იყო, რომელმაც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა:

„აქ ჩემი მოსაზრების გამოსახატავად მოვედი. ჩემი აზრით, ჯორჯ ზიმერმანი უდანაშაულო ადამიანია.“

„ყბა ჩამომვარდა. ძალიან გაგვიკვირდა და ჯერ ისევ შოკში ვართ.“

სასამართლოს განაჩენმა ჩიკაგოს მკვიდრები რაიან ბუროუსი და ბეტინა კოზლოვსკი ძალიან გააკვირვა. მათ ვერდიქტის გასაპროტესტებლად ბანერები ადგილზევე გააკეთეს:

„რამდენიმე ადამიანმა ბანერებზე ჩვენს წარწერებზე კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ ზიმერმანი თავს იცავდა.“

ბრაიანი მათ არ ეთანხმება და ამბობს, რომ ზიმერმანი დამნაშავეა:

„ჩემი აზრით, ერთადერთი რაც ტრეივონ მარტინმა დააშავა იყო ის, რომ ის შავკანიანი იყო ძირითადად თეთრებით სდასახლებულ უბანში.“


ჩიკაგოელი აქტივისტი დიკი გეინსი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მისი შეხედულება იმაზე, რომ ზიმერმანმა მარტინი მიზანში რასობრივი პროფილის გამო ამოირჩია, არ შეცვლილა:

„ის ტრეივონს კანის ფერის გამო დაედევნა.“

გეინსი ამბობს, რომ ის თავის მოსაზრებას სამომავლოდ დაგეგმილი პროტესტების განმავლობაშიც გააგრძელებს.