ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სენატში რეგულაცია იცვლება


სენატის ცვლილება ხმის მიცემის პროცედურაში შეფასდა როგორც "ატომური ვარიანტი“, რომელიც ამერიკის საკანონმდებლო ლანდშაფტს სამუდამოდ შეცვლის

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:34 0:00
ბმული

ვაშინგტონი მომავალ კვირას მთავარი საკანონმდებლო ორთაბრძოლისთვის ემზადება. ეს არა ერთ რომელიმე კონკრეტულ კანონ-პროექტს მოიცავს, არამედ მთლიანად, ამერიკის სენატის რეგულაციას ეხება - უმცირესობის მიერ რომელიმე კანონ-პროექტზე ხმების დაბლოკვის შესაძლებლობა, პროცედურა რომელიც "ფილიბასტერის" სახელით არის ცნობილი შეიძლება შეიზღუდოს. ობსტრუქციის შესუსტებამ შეიძლება აშშ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტზე დებატების ხანრძლივობა შეამციროს, თუმცა ასევე გაანეიტრალოს კონტროლის ის მექანიზმი, რომელიც უმრავლესობის შეუზღუდავ ძალაუფლებას აბალანსებს.

ბოლო პერიოდამდე, ობსტრუქცია წარმოადგენს სენატში ხმის მიცემის დროს ხელის შეშლის მიზნით შეუჩერებელ ლაპარაკს, როგორც ეს ხდება 1939 წელს ჯიმი სტუარტის მიერ განსახიერებულ კინოფილმში „მისტერ სმიტი ვაშინგტონში მიდის“.

რასისტული დაყოფის მომხრეებმა - ზოგმა ღიად, ზოგმა კი აშკარად 1950-60იან წლებში ადამიანის უფლებათა კანონ-პროექტის ობსტრუქცია მოახდინეს. წელს, რესპუბლიკელი სენატორი რონდ პოლი 13 საათის განმავლობაში იქცევდა ყურადღებას ადგილობრივი დრონების გამოყენების შესახებ კანონთან დაკავშირებით მიმდინარე "ფილიბასტერის" დროს.

თანამედროვე კონგრესში ამაზე ძლიერი ობსტრუქციის შემთხვევა არ ყოფილა და დღესდღეობით, ხშირად კანონპროექტის დაბლოკვა შეუმჩნევლად ხდება. სენატორი მოქმედებას იწყებს ხმის მიცემის პროცედურის დაბლოკვისთვის, და თუ კვალიფიციური უმრავლესობის სამი მეხუთედი მის წინააღმდეგ არ წავა, მაშინ ხმის მიცემის პროცესი ამ სენატორის წინადადებით იბლოკება.

როდესაც ერთხელ ამის პრეცენდენტი იქმნება, თითქმის მთელი სენატის ხმებია საჭირო იმისათვის, რომ ობსტრუქციის გადალახვა მოხდეს.

"არსებობს ვინმე ამერიკაში, ვინც ფიქრობს, რომ ეს მეთოდი კარგად ფუნქციონირებს?“ იკითხა უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რიდმა.

დემოკრატების წარმომადგენელი ნევადას შტატიდან აცხადებს, რომ მისი პარტია ამ კვირაში აპირებს ამ პრაქტიკის შეცვლასთან დაკავშირებული ძალისხმევის გატარებას, თუკი რესპუბლიკელები არ მისცემენ თანხმობას ობამას მიერ ფედერალური სააგენტოების ხელმძღვანელების პოსტებზე წარდგენილ კანდიდატურების დამტკიცებასთან დაკავშირებით. რიდი აცხადებს, რომ ამის გამო მთავრობას თავის უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ ეძლევა.

ჰარი რიდი: პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, რომ დააკომპლექტოს საკუთარი სამთავრობო გუნდი. ასევე სენატს აქვს მინიჭებული უფლება, რომ კონსულტაცია გაუწიოს და თანხმობა მისცეს არჩევანთან დაკავშირებით. თუმცა რესპუბლიკელების მხრიდან თანმდევი და უპრეცედენტო უარყოფა კონსულტაციის და თანხმობის მიცემის ნაცვლად ობსტრუქციაში გადაიზარდა.

რესპუბლიკელები ამერიკული დემოკრატიის მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე საუბრობენ.

უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი: თუკი ეს კანონი შეიცვლება, ის უმცირესობის უფლებებს შეზღუდავს, იმ უფლებებს, რომელიც ამერიკის სენატში უხსოვარი დროიდან დაკანონდა. მოდი ამ პანდორას ყუთში ჩაიხედეთ და დარწმუნდით, რომელიც რახან ერთხელ გაიხსნა, მომავალში სულ იქნება გამოყენებული უმრავლესობის მიერ.

2005 წელს როდესაც დემოკრატები უმცირესობაში იყვნენ, ობსტრუქციის მეთოდით მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ სენატში დასამტკიცებლად წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები დაბლოკეს.

ახლა სენატორი რიდი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ამჟამინდელი პრეზიდენტის შტამპს არ უნდა წარმოადგენდნენ.

მაშინდელმა უმრავლესობის ლიდერმა ბილ ფრისტმა დემოკრატები ობსტრუქციის მეთოდის ბოროტად გამოყენებაში და სახიფათო პრეცენდენტის დამკვიდრებაში დაადანაშაულა.

ბილ ფრისტი: ეს მიმართულია იმისკენ, რომ უმცირესობის ტირანია სამუდამოდ დამკვიდრდეს სენატის კანონმდებლობაში.

სენატში პროცედურების შეცვლა-მარტივი უმრავლესობის ხმის მიცემის პროცედურის მეშვეობით მისი პოტენციალის გათვალისწინებით უკვე შეფასდა როგორც „ ატომური ვარიანტი“, რომელიც ამერიკის საკანონმდებლო ლანდშაფტს სამუდამოდ შეცვლის.
XS
SM
MD
LG