ჯარისკაცები არქეოლოგიურ გათხრებს და უძველეს ხელოვნების ნიმუშებს ეცნობიან
ლორი რაში შეერთებული შტატების არმიას 1998 წელს შეუერთდა, როცა ის ნიუ იორკის ფორტ დრამის ბაზაზე არქეოლოგის სამოქალაქო პოზიციაზე დათანხმდა. მისი ერთ-ერთი მოვალეობა მშენებელი და სამხედრო პერსონალის წვრთნაა, რათა მათ საომარ ზონებში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს და კულტურულ რელიკვიებს არაფერი ავნონ.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2003 წელს ერაყში შეჭრისას, კოალიციის შენაერთებმა უძველესი ქალაქის, ბაბილონის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ნიმუში დააზიანეს. სამხედრო ბანაკის მშენებლობისას ამერიკელმა და პოლონელმა ჯარისკაცებმა უნებლიედ აგურის ქვაფენილზე ნაკეთობა დაანგრიეს და დრაკონის დეკორაციები გაანადგურეს, რომელიც ოდესღაც იშტარის უძველეს ისტორიულ კარიბჭეს ამშვენებდა.
„გადაწყვეტილება კარიერის შეცვლის შესახებ სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიღე. ბაბილონისთვის მიყენებული ზიანის შემდეგ მივხვდი, რომ ამერიკის არმიას შესაბამისი განათლება აკლდა, რათა ჯარისკაცებს მსგავსი შეცდომა აღარასოდეს დაეშვათ“ - ამბობს პროფესორი რაში.
კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად სპეციალური საწვრთნელი პროგრამა შექმნა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ბანქოს თამაშია. ბანქოს რამდენიმე დასტა დაიბეჭდა, ერაყის, ავღანეთის და ეგვიპტის კულტურულ-ისტორიული ადგილების ფოტოებით და სათანადო ახსნა-განმარტებებით. შემდეგ ისინი ნიმუშებად დააგზავნეს და პასუხს დაელოდნენ. მოულოდნელად უამრავი დაკვეთა მოვიდა. ამჟამად ამერიკის არმიის და ნატოს შენაერთებში 165 ათასზე მეტი ბანქოს დასტა ცირკულირებს. და ისინი უკვე 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოიყენეს.
უცხო ქვეყნებში დისლოცირებული ჯარისკაცები ბანქოს თამაშით ხშირად იქცევენ თავს. მათი ერთ-ერთი უსაყვარლესი თამაში პოკერია. პროფესორ რაშის ინიციატივით შექმნილ თითოეულ ბანქოს სხვადასხვა გამოსახულება აქვს. მათზე თითქმის ყველა შესაძლო ვარიანტია აღბეჭდილი, ბუდისტური ძეგლებიდან დაწყებული, ანტიკური აგურის კედლებით დამთავრებული. ზოგიერთზე უბრალო შეხსენებაა, მაგალითად: „ანტიკვარიატით ვაჭრობა აკრძალულია“.
ლორი რაშმა ერთხელ ბაღდადის აღმოსავლთით მომსახურე რიგითი ჯარისკაცისგან ელექტრონული შეტყობინება მიიღო: „ძვირფასო პროფესორო, ვფიქრობ რომ ჩვენს ბაზაზე დაწყებული სამშენებლო სამუშაო არქეოლოგიური გათხრების ზონაში მიმდინარეობს“. ლორიმ სასწრაფოდ შეატყობინა სამხედრო მეთაურებს და შეახსენა მათ, რომ თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ისინი ჰააგის კონვენციას არღვევენ. 1954 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას 100-ზე მეტი ქვეყანა აწერს ხელს და ის სხვა დანარჩენ პუნქტებთან ერთად საომარ ზონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ითვალისწინებს. ჯარისკაცი მართალი აღმოჩნდა.
„შედეგად იქ სპეციალური საგზაო ნიშნები დააყენეს, რომ ამ პატარა ისტორიულ ადგილს აღარავინ გაეკაროს“ - ყვება პროფესორი რაში.
ის ახლახან იტალიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ამელიაში გამოვიდა სიტყვით. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ხელოვნების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა კვლევის ასოციაცია. პროფესორმა აღნიშნა, რომ მისი გამოცდილებით, ჩატარებული ტრეინინგის დროს ჯარისკაცებს თავიდან პროტესტის გრძნობა უჩნდებათ.
ისინი ხშირად აცხადებენ, რომ თუკი მათ თანამებრძოლთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ისინი უკან არაფერზე დაიხევენ. მაგრამ დროთა განმავლობაში მეომრები ხვდებიან, რომ ხელოვნების ნიმუშთა დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია და მათ მისიას ხელს კი არ უშლის, არამედ პირიქით, უფრო სრულფასოვანს, სრულყოფილს ხდის.
„ავღანეთის შემთხვევა მაგონდება. შეერთებული შტატების არმიის ჯარისკაცებმა გზაზე პატარა ქვები შენიშნეს, რომლებზეც მცირე ზომის დროშები იყო გამოსახული და შეგვატყობინეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი მართალია ისტორიულ ღირებულებას არ წარმოადგენდა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ. მსგავს ქვებს ავღანელები ახლადგარდაცვლილი ახლობლების საფლავზე დებენ. მათ რომ მანქანით გადაუარო, ეს ავღანელებისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა“ - ყვება პროფესორი რაში.
მსგავსი შემთხვევების გაცნობის შემდეგ ჯარისკაცები ხვდებიან, რომ კულტურულ-ისტორიული ღირებულებების პატივისცემა ადგილობრივ მოსახლეობასთან ნდობის და პატივისცემის გრძნობას აღვივებს და აღრმავებს. რაც საბოლოო ჯამში, ისევ მათ მისიას უწყობს ხელს. ასე მოხდა ერაყის ტერიტორიაზე შუმერების ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ ქალაქ ურში, როცა ამერიკელებმა ქალაქი 2009 წელს ქვეყნის სამხრეთით დაწყებული შეტაკებებისგან დაიცვეს და სიტუაციის დარეგულირებისთანავე ის ერაყელ ხალხს დაუბრუნეს. ამისათვის პროფესორი რაში ერაყში გაემგზავრა კიდეც, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა მსგავსი ქმედების აუცილებლობაში დაერწმუნებინა. ადგილობრივმა ერაყელებმა ეს ფაქტი დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
ფორტ დრამის სამხედრო ბაზაზე სიმულირებული წვრთნები დღესაც მიმდინარეობს. პროფესორი რაში მათი უშუალო მონაწილეა და ჯარისკაცებს არქეოლოგიური ნიმუშების ამოცნობაში ავარჯიშებს. ის სიამაყით ყვება, რომ ბევრმა ვეტერანმა მის მაგალითზე არქიტექტურის შესწავლაც კი გადაწყვიტა. პროფესორი იმედოვნებს, რომ ისინი დიპლომს მალე აიღებენ და კულტურულ-ისტორიული ფასეულობების დაცვის საქმეში მას მხარში ამოუდგებიან.

Your browser doesn’t support HTML5