ვაშინგტონის მახლობლად სმითსონის მუზეუმი ისტორიულ მასალას უყრის თავს, რომელიც მსურველებს ფერადკანიან ამერიკელთა 400-წლოვან ისტორიას გააცნობს. ლანი ბანჩი, აფრიკული წარმოშობის ამერიკელთა ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ამბობს, რომ ნიმუშთა მოძიების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
“ნულიდან დავიწყეთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ახლა უკვე 25 ათასზე მეტი სამუზეუმო ექსპონატი შევკრიბეთ,“ - ამბობს ის და ჟილეტს გვიჩვენებს, რომელიც 1960 წელს სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობის მონაწილეებს ეცვათ.
“გვჯეროდა, რომ მსგავსი ნივთები, რაც ჩვენი ისტორიის და კულტურის შემადგენელი ნაწილია, ოჯახებში, სხვენში და სარდაფებში იყო გადანახული. საბედნიეროდ მართალი აღმოვჩნდით,“ - ყვება მუზეუმის დირექტორი.
წლის დასაწყისში მუზეუმის საძირკველის ჩაყრა საზეიმოდ აღნიშნეს. როგორც ამბობენ, აფრო-ამერიკული ისტორიის და კულტურის მუზეუმი პირველ დამთვალიერებელს კარს 2015 წელს გაუღებს. ჯერჯერობით კი, მიშელ გეიტს მორესი დანარჩენ კურატორებთან ერთად კვლევას აგრძელებს და ისტორიის სხვადასხვა ეტაპის გადმოსაცემად ახალ ექსპონატებს ეძებს.
“უნიკალური ფაქტი იქნება: სმითსონის მუზეუმი ამ ნიმუშებით ისტორიას გააცოცხლებს,“ - ამბობს გამოფენის კურატორი.
ჰარიეტ ტაბმანის ბიოგრაფიის გასაცნობად მისი ნაქონი 40 ნივთი შეგროვდა. 1800-იან წლებში ის ასობით ფერადკანიანს მონობიდან თავის დაღწევაში დაეხმარა. მიწისქვეშა რკინიგზის სახელით ცნობილი საიდუმლო გზით ჰარიეტი უამრავ ადამიანს ჩრდილოეთ ამერიკაში გაქცევაში დაეხმარა. მომავალი მუზეუმის ექსპონატებს შორის მისი ისტორიული მოსასხამიც იქნება.
„დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ ის სასახლეში საკუთარ იუბილეზე მიიწვია. ჰარიეტმა მდიდრულ ცერემონიალზე დასწრებაზე უარი განაცხადა. შემდეგ დედოფალმა მას ეს მოსასხამი დამსახურებათა აღსანიშნავად უსახსოვრა,“ - ყვება მუზეუმის კურატორი მიშელ მორესი.
მუზეუმში კინოს და მუსიკის ვარსკვლავებიც იქნებიან წარმოდგენილი. კურატორმა დუან რისმა მსახიობის და მომღერლის ლინა ჰორნის ნივთებს მოუყარა თავს. ლინა ჰორნი პირველი ფერადკანიანი იყო, რომელმაც ჰოლივუდის მთავარი სტუდიების კარი შეაღო. მისმა შვილმა მუზეუმს მომღერლის რამდენიმე უნიკალური სამოსი გადასცა საჩუქრად, რომელთა შორის კოკო შანელის ცნობილი საღამოს კაბაც არის.
სმითსონის მესვეურებს ერთ კუთხეში მონათა ხუნდების გროვა აქვთ დაწყობილი და ამბობენ, რომ დამთვალიერებლები ისტორიის მტკივნეულ ნაწილსაც უნდა გაეცნონ. მუზეუმის დირექტორი აღნიშნავს, რომ მართალია, ექსპონატების ეს ნაწილი შოკის და ბრაზის მომგვრელია, მაგრამ მოგვიანებით ის შთაგონების და აღფრთოვანების წყარო გახდება. ამერიკას ხომ მართლის და მტყუანის გარჩევის, განვითარების და საკუთარი თავის მუდმივი სრულყოფის უნიკალური უნარი გააჩნია.
პრეზიდენტ ობამას თქმით, მომავალმა თაობებმა ეს ტკივილი უნდა გაიგონ და გაითავისონ, რადგან ამ ტკივილზე, წამებაზე და პროგრესზე შექმნილი ბალადები ამერიკის ერთიანი ისტორიის ცენტრალურ ნაწილს შეადგენს.
„ეს არ უნდა იყოს განყენებულად აფრიკული წარმოშობის ამერიკელთა ისტორია. იგი ყველას ეხება, ნებისმიერი რასის და სოციალური ფენის წარმომადგენელს, რადგან მუზეუმი მთელი ამერიკის კულტურის და ისტორიის დიდ ნაწილს მოიცავს,“ - ამბობს მუზეუმის დირექტორი.
აფრო-ამერიკული ისტორიის და კულტურის მუზეუმი ბინას სწორედ დედაქალაქის შუაგულში, ეროვნულ მონუმენტს და ლინკოლნის მემორიალს შორის დაიდებს.