თბილისში 5 ივლისს ჩანიშნული „ღირსების მარში“ ჩაიშალა, რადიკალურმა ჯგუფებმა, ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“, “სირცხვილიას” და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შენობებზე მიიტანეს იერიში, პარალელურად კი პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია დაიკავეს.
რადიკალურმა ჯგუფებმა ამ დროისთვის არსებული ინფორმაიით 50-მდე ჟურნალისტს მიაყენეს მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა. დაშავებული ჟურნალისტების ნაწილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკური დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ მიყენებული. დაშავებულთა შორის თითქმის ყველა მედია ორგანიზაციის წარმომადგენელია.
ასევე ნახეთ: თბილისში რადიკალური ჯგუფების მიერ ნაცემია 40-ზე მეტი ჟურნალისტი
ძალადობრივი ჯგუფების აქციები ბოლო დღეების განმავლობაში იგეგმებოდა. სხვადასხვა რადიკალური ჯგუფები კი ინფორმაციას ონლაინ პლატფორმებსა და მედია ორგანიზაცია „ალტ ინფოს“ საშუალებით ავრცელებდნენ. ეს ქართული კანონმდებლობით დაუშვებელია.
მაუწყებლის შესახებ კანონის 56-ე მუხლის მეორე პუნქტში გაკრვევით წერია:
2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.
ამ ჩანაწერის მიუხედავად, ბოლო კვირების განმავლობაში „ალტ ინფო“ მოუწოდებდა საზოგადოებას გამოსულიყვნენ აქციაზე და არ მიეცათ საშუალება „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებისთვის ჩაეტარებინათ ღირსების მარში.
ეთერში ისმოდა პირდაპირი ძალადობის შემცველი განცხადებები. ხოლო გადაცემებს მუდმივად ჰქონდა წარწერა „ვემზადებით ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ 5 ივლისს ქაშვეთის ტაძართან“.
ასევე ნახეთ: "გულისამრევი" - ქვეყნის გარეთ თბილისის მოვლენებს აფასებენ„ხერხემალში გადავამტვრევთ“, „გეშინოდეთ“, "ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას პრაიდის ჩატარების“ - ამბობდნენ პირდაპირი ეთერის წამყვანები. პარალელურად ორგანიზაციის სახეები, პირველი ივლისის შემდეგ ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ძალადობრივ აქციებში. (ამონარიდები გაკეთებულია "ალტ ინფოს" 1-2 ივლისის ეთერებიდან)
5 ივლისს დილიდან კი „ალტ ინფო“ ძალადობრივი ჯგუფების აქციას, რომელშიც თავადაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. ეთერის განმავლობაში ისმოდა მუქარის შემცველი განცხადებები და გინება. კადრებში კი დაუფარავად იყო ნაჩვენები სხვადასხვა ძალადობის სცენები. ძალადობის, რომელშიც თავად „ალტ ინფოს თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულები.
ასევე ნახეთ: კრამერი: ღარიბაშვილი უნდა გადადგესზურაბ მახარაძე, რომელიც ორგანიზაცია „ალტ ინფოს“ თანამშრომელია, ჩართული იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის რატი წვერავას ცემაში. ის ჩანს კადრებში, რომლებიც სხვადასხვა ტელევიზიებმა გაავრცელეს. თავად მახარაძე ამბობს, რომ ის გაშველებას ცდილობდა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს თბილისის სხვადასხვა უბანში ვითარება უკიდურესად იყო დაძაბული და არსებობდა მყისიერი საფრთხე, მედიასაშუალების ეთერით გრძელდებოდა „ჰომოფობიური“ შინაარსის განცხადებები და მოწოდებები.
„აწი 2013-ს არავინ გაიხსენებს, აწი მაგათი კოშმარი 2021 წელია, თქვა ზურა მახარაძემ,“- რომელმაც ძალადობრივი აქციის მონაწილეებს მას შემდეგ მიმართა, რაც ათობით ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო „ღირსების მარში“ გადაიდო. "ვალდებულები ხართ იძალადოთ ამბობდა, აქციის მონაწილე რომელიც პარლამენტის წინ ძალადობრივ ჯგუფებს მიმართავდა.(ამონარიდები ამოღებულია "ალტ ინფოს 5 ივლისის ეთერიდან)
მისი ეს ნათქვამი, "ალტ ინფოს" კიდევ ერთმა წამყვანმა გაიზიარა, რომელმაც აქვე დამატა, რომ ისინი ამ შედეგით არ უნდა დაკმაყოფილდნენ. „ჩვენ ამ შედეგს არ უნდა დავკმაყოფილდეთ. მივყვეთ ჩვენს გეგმას და საბოლოოდ გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა“.
მაუწყებლის შესახებ კანონის 56-ე მუხლის მესამე პუნქტში გაკრვევით წერია:
3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.
ამ პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევების უმრავლესობა მხოლოდ ბოლო 2 კვირის პირდაპირი ეთერების განმავლობაში „ალტ ინფოს“ წარმომადგენლებმა არაერთხელ დაარღვიეს, თუმცა სახელმწიფო დუმს. დუმს მაშინ, როცა ირღვევა მაუწყებლის შესახებ კანონი, არხის მიერ რომელსაც შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანი ადევნებდეს თვალს და იღებდეს დამახინჯებულ ინფორმაციას.
სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებით, ირკვევა, რომ ორგანიზაცია „ალტ ინფო“ ევროპასა და ამერიკაში მანკიერ მხარეებზე საუბრობს და საზოგადოებას ხშირად დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის.
"ალტ ინფო" კონსტანტინე მორგოშიამ 2019 წლის 30 იანვარს დაარეგისტრირა.
ასევე ნახეთ: ჰომოფების ზეიმი თბილისის ქუჩებში - ნაცემი და გატაცებული ჟურნალისტები
ორგანიზაციის თანადამფუძნებლები და ტელეწამყვანები ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და გიორგი ქარდავა არიან. ისინი დღევანდელ ძალადობრივ აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ.
ISFED-ის კვლევის მიხედვით, „ალტ ინფოს “მთავარი სარედაქციო ინსტრუმენტი „სიცრუე“ და „მანიპულაციებია“.
„ალტ-ინფოს“ სარედაქციო ჯგუფი იზიარებს ულტრამემარჯვენე, კონსერვატულ ხედვებს... მათი ანტიდასავლური რიტორიკა კი მიმართულია გლობალიზაციის, ევროკავშირისა და ლიბერალიზმის წინააღმდეგ,“- წერია ორგანიზაციის ანგარიშში.
2020 წელს „ფეისბუქმა“ ორგანიზაციასთან დაკავშირებული 50 ანგარიში, 49 ვებგვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამის ანგარიში გააუქმა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია ახლა უკვე სხვა გვერდების საშუალებით ავრცელებს ჰომოფობიურ, ძალადობრივ და არასწორი შინაარსის შემცველ ინფორმაციას.
ასევე ნახეთ: საელჩოები: ვგომბთ ხელისუფლების და სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის არდაგმობასიქნება თუ არა დარღვევებზე რეაგირება? რა ფორმით და როდის? ამ კითხვებით "ამერიკის ხმა" უახლოეს პერიოდში შესაბამის სამთავრობო უწყებებს მიმართავს და მათ განცხადებებს შემოგთავაზებთ.
ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დაწყებული გამოძიება, თუმცა ამ დრომდე დაკავებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელმაც პოლონელი ტურისტი დაჭრა.