იტალიის არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები ლიდერობენ

იტალიაში კვირას, 4 მარტს გამართულ არჩევნებში, წინასწარი ინფორმაციით, მემარჯვენე-ცენტრისტული ძალები ლიდერობენ. არჩევნებზე მისული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა პოპულისტ კანდიდატებს დაუჭირა მხარი, ზოგიერთი მათგანი წლების წინ ექსტრემისტებად მიიჩნეოდა.

ყველაზე დიდი რაოდენობით ხმები მიიღო „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ - ცნობილი კომიკოსის მიერ დაარსებულმა, არატრადიციულმა პოპულისტურმა პარტიამ - ხმების თითქმის 32 %. ამ პარტიამ, როგორც ერთმა, ცალკეულმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა მთლიანობაში, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების კოალიციამ ე.წ. "ლიგამ" ხმათა 36 % მოაგროვა. ეს კი კოალიციას, რომელიც ანტისაიმიგრაციო მოწოდებებითაა ცნობილი, საშუალებას მისცემს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში ყველაზე მეტი მანდატი მიიღოს, დაახლოებით 248-268. მთავრობის დასაკომპლექტებლად კი 316 ხმაა საჭირო.