საზეიმო ცერემონიალი 2 დეკემბერს ტელევიზიით მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემა
ოსკაროსანი დასტინ ჰოფმანი, ტელეწამყვანი დევიდ ლეტერმანი და ბლუზის დიდოსტატი ბადი გაი იმ 7 ადამიანს შორის იქნებიან, რომელთაც კენედის ცენტრი საპატიო ჯილდოს გადასცემს.
ჯონ ფიჯერალდ კენედის სახელობის ცენტრი რჩეულ მოღვაწეებს ამერიკულ ხელოვნებასა და კულტურაში გაწეული ღვაწლისთვის ყოველწლიურად აჯილდოვებს. წლევანდელ ნომინანტთა შორის, ასევე, არიან რუსული წარმოშობის ბალერინა, ნატალია მაკაროვა და ბრიტანული როკ-ჯგუფის - „ლედ ზეპელინის“ 3 წევრი. კენედის ცენტრში გამართული საზეიმო ცერემონიალი 2 დეკემბერს ტელევიზიით მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემა. მათ ოფიციალური სადილით ჯერ სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი გაუმასპინძლდება, შემდეგ კი თეთრ სახლში პრეზიდენტი ობამა მიიღებს.