ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯაზის ქალი შემსრულებლების ფესტივალი გაიხსნა


ვაშინგტონში კენედის ცენტრი ქალთა ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი უკვე მე-17-ჯერ ტარდება და ჯაზის პიონერის, მერი ლუ უილიამსის სახელს ატარებს. წლევანდელი ფესტივალის საპატიო სტუმრებს შორის არიან გამოჩენილი ჯაზ მუსიკოსები კარმენ ლანდი და ტერი ლინ კარინგტონი.

კარმენ ლანდიმ ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკიდან დაიწყო, ის ასევე მღეროდა საეკლესიო გუნდში. სანამ ჯაზ ვოკალისტად ჩამოყალიბდებოდა თავი მან საოპერო მომღერლად სცადა მაიამის უნივერისტეტში. ვოკალის გარდა ლანდი საკმაოდ წარმატებული კომპოზიტორი და პროდიუსერია. მისი გამოსვლა კენედის ცენტრში ჯაზ ფესტივალის გახსნის დღეს, 10 მაისსაა დაგეგმილი.

ფესტივალი 1996 წელს აწ გარდაცვლილმა {დოქტორ} ბილი ტეილორმა დაარსა, რომლის მიზანი ახლი ჯაზ შემსრულებლების აღმოჩენა და უკვე სახელმოხვეჭილი მუსიკოსების მსმენელის წინაშე წარდგენა გახლდათ. შთაგონების წყარო კი ჯაზის, სვინგის, ბიგ ბენდის, ბლუზისა და გოსპელის მუსიკისა და არანიჟირების ავტორის, მერი ლუ უილიამსის შემოქმედება და ცხოვრება გახდა.

ფესტივალის გახსნის დღეს მაყურებლის წინაშე ასევე იაპონელი პიანისტი ჩიჩირო იამანაკა, კუბელი ჰილარიო დურანი და საქსაფონისტი ჯეინ ბანეტი წარსდგებიან. ეს უკანასკნელი 90 წლის კუბელ პერკუსიონისტ, კანდიდო კამეროსთან ერთად დაუკრავს.

ქალთა ჯაზ ფესტივალი საერთაშორისო დონის ღონისძიებაა. 11 მაისს ავსტრალიელი ბასისტი ლინდა ოჰი, ნიუ იორკელ პერკუსიონსტ ალისონ მილერთან ერთად გამართავს კონცერტს. ეს უკანასკნელი მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობს სახელმწიფო დეპარტამენტის ჯაზის ელჩის რანგში. ვოკალისტი კარლა კუკის გამოსვლაც ამ დღესაა დაგეგმილი. 12 მაისს, ფესტივალის დახურვის დღეს, ჯაზის მოყვარულები მევიოლინე დაიან მონროს, პერკუსიონისტ და გრემის პრემიის მფლობელ ტერი ლინ კარინგტონს, მესაყვირე ინგრიდ ჯენსენს, საქსაფონისტ თია ფულერს, პიანისტ ჰელენ სანგს და ბასისტ მიმი ჯონსს იხილავს. ფესტივალის მასპინძელი კი სახელმოხვეჭილი ვოკალისტი დიდი ბრიჯვოთერი იქნება.

XS
SM
MD
LG