13 სექტემბერს, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა და უკრაინაში დაბრუნდა 49 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა და მას ფოტოებიც დაურთო.
უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, გაათავისუფლეს თუ არა რუსი პატიმრები და რამდენი გათავისუფლდა. მაგრამ, რამდენიმე საინფორმაციო საშუალება, მათ შორის ბრიტანული "ბი-ბი-სი" წერს, რომ რუსეთსა და უკრაინელებს შორის გაიმართა ტყვეთა გაცვლა პრინციპით 49:49-ზე.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები ტყვედ აჰყავთ ფრონტზე და ამით ავსებენ "გასაცვლელ ფონდს".
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედროთა შორის არიან "აზოვსტალის" დამცველები და უკრაინის გმირი, სამხედრო მედიკოსი ვიქტორ ივჩუკი.